მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წერილებიც ბევრი იქნება, სიხარულებიც", - გახარია სამთავრობო ცვლილებებზე

5e318a470a94e
ინგა მურუსიძე
29.01.20 17:35
1230
წერილებიც ბევრი იქნება, სიხარულებიც, დასპოილერებაც და საერთოდ, საინტერესო პოლიტიკური ცხოვრება გველის, - ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჟურნალისტების კითხვას სამთავრობო ცვლილებებთან და მის გადადგომა-არგადადგომასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

"ცხოვრება მოძრაობაა, ყველაფერი თავის განვითარებას ჰპოვებს. დასპოილერება მე ხომ არ მომიგონია?! - ეს არის ძალიან კარგი თანამედროვე ცნება, დარწმუნებული ვარ, რომ აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ, წერილებიც ბევრი იქნება, სიხარულიც ბევრი იქნება, დასპოილერებაც ბევრი იქნება და საერთოდ, საინტერესო პოლიტიკური ცხოვრება გველის. საბოლოო ჯამში, ფინალურ სერიაში გაიმარჯვებს ქვეყანა", - განაცხადა გახარიამ.