მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტოვალუტებით წარმოებული ოპერაციები

BM.GE
07.05.18 08:59
953
კრიპტოვალუტებით წარმოებული ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დაიბეგრება. ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის გადასახადების სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკისა და სტრატეგიული კვლევების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ნიჯათ იმანოვმა ბაქოს მეორე საფინანსო და საინვესტიციო ფორუმზე გააკეთა. „კრიპტოვალუტით წარმოეული ოპერაციებიდან მიღებული შემოსავალი აზერბაიჯანში იბეგრება. იურიდიული პირები ამ შემთხვევაში მოგების გადასახადით, ხოლო ფიზიკური პირები საშემოსავლო გადასახადით იბეგრებიან. თუ ვინმემ შეიძინა კრიპტოვალუტა და შემდეგ უფრო ძვირად გაყიდა ის, ნიშნავს, რომ შემოსავალი მიიღო და შესაბამისად, ის ბაეგვრას ექვემდებარება“, – განაცხადა იმანოვმა. აზერბაიჯანში კრიპტოვალუტით ვაჭრობის მოცულობის რეკორდული ზრდა 2017 წლის მაისი–დეკემბრის პერიოდში დაფიქსირდა.