მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წინ რთული კვირები გველის" - ბრიტანეთმა საკარანტინე ზომები გაამკაცრა

5ff41af5125e5
თამთა ჯიჯავაძე
05.01.21 12:00
910
ინგლისსა და შოტლანდიაში კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად რეგულაციები გამკაცრდა.

გამკაცრებული წესების მიხედვით, მოქალაქეები ვალდებულნი არიან, სახლში დარჩნენ; გარეთ გასვლა კი, მხოლოდ ნებართვის შემთხვევაში შეიძლება. ნებართვას გასცემენ მხოლოდ სურსათის ყიდვის მიზნით, ასევე სამედიცინო საჭიროების და ვარჯიშის მიზნით და იმ მოქალაქეებზე, რომელთა სამსახურებიც დისტანციურ მუშაობაზე ვერ გადადიან. ამასთან, მოსწავლეთა უმრავლესობისათვის დაიხურა სკოლები. 

ინგლისში ახალი საკარანტინე ზომები თებერვლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. შოტლანდიაში კი, იანვრის ბოლომდე.

როგორც ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, მომდევნო კვირები ქვეყისთვის ურთულესი იქნება.

ცნობისთვის: ბრიტანეთში გუშინ, 4 იანვარს ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი 58 784 დაფიქსირდა. ჯონსონის განცხადებით, საავადმყოფოები ახლა ყველაზე დიდი ზეწოლის ქვეშ არიან.

შეგახსენებთ, კორონავირუსის ახალი შტამიც სწორედ ბრიტანეთში რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა. როგორც ცნობილია, ახალი შტამი გაცილებით უფრო გადამდებია, ვიდრე - ძველი.