მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წინა წელთან შედარებით გაყიდვები 2%-3%-ითაა გაზრდილი" - "Beko - საქართველოს" მოლოდინები

5f17ecf15ee4d
ვიქტორია მღებრიშვილი
22.07.20 12:15
1007
„ბეკო საქართველოს“ გენერალური დირექტორის მეჰმედ მელექის განცხადებით, "ამ დროისთვის, წინა წელთან შედარებით გაყიდვები 2%-3%-ით არის გაზრდილი". როგორც მან bm.ge-ისთან საუბარში აღნიშნა, ზაფხულის სეზონზე რეალიზაციის შედარებით კარგი ტემპი, ძირითადად, კონდიციონერების და მაცივრების გაყიდვის ხარჯზეა შენარჩუნებული, ხოლო გრძელვადიანი მოლოდინების განსასაზღვრად მნიშვნელოვანი აგვისტოს შემდგომი ერთი თვე იქნება.

„პანდემიის დროს  2 თვის განმავლობაში გაჩერებულები ვიყავით. როცა ეკონომიკა გაიხსნა, ნორმალური მუშაობა გვქონდა, ახლაც გაყიდვები ნორმალურ ტემპში მიმდინარეობდა. დატვირთულობა იმდენივეა, რაც გასულ წელს იყო. გაყიდვები წინა წელთან შედარებით 2%-3%-ით არის გაზრდილი. ახლა ზაფხულის სეზონია და მაცივრების და კონდიციონერების მოთხოვნის ხარჯზე, გაყიდვების კლება არ შეინიშნება, თუმცა 15 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე უნდა დავაკვირდეთ როგორი მუშაობა იქნება, ეს პერიოდი მნიშვნელოვანია პროგნოზების გასაკეთებლად“, - განაცხადა "ბეკო საქართველოს" დირექტორმა.

ამასთან, მეჰმედ მელექი ამბობს, რომ მომხმარებლები უსაფრთხოების გამკაცრებულ ზომებთან დაკავშირებით უკმაყოფილებას ხშირად გამოხატავენ, რაც ბიზნესისთვის დღეისთვის ერთ-ერთი გამოწვევაა.

„ძირითად გამოწვევას ახლა ის რეგულაციები წარმოადგენს, რომელიც უსაფრთხოების მიზნით უნდა დავიცვათ. მომხმარებლები აპროტესტებენ ხოლმე პირბადით მაღაზიაში შემოსვლას, რადგან  კომფორტულ გარემოში ვერ ახერხებენ პოდუქტის შეძენას", - აღნიშნა მან.