სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 10 მარტს BM.GE-სთან საუბრისას, რუსეთ-უკრაინის ომის გამო ხორბლის საერთაშორისო ბაზარზე შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანაში პურის გაძვირების თავიდან აცილების მიზნით სუბსიდირების მექანიზმის ამოქმედება დააანონსა. მოგვიანებით გაირკვა, რომ სახელწმიფო დარგის წარმომადგენლებს აპრილ-მაისში დაასუბსიდირებდა, თუმცა წისქვილკომბინატ „ბარაქას“ ხელმძღვანელის ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასების ზრდის მიუხედავად, სუბსიდირების ამოქმედებაზე მუშაობა შეჩერდა.
დღეს კი ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა BM.GE-ის განუცხადა, რომ ქვეყანაში ხორბლის იმპორტი ბაზრის არაპროგნოზირებადობის გამო, შეჩერებულია. ლევან სილაგავა მიზეზად სახელწმიფოს მიერ სუბსიდირების პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშრებით არსებულ გაურკვეველ ვითარებას ასახელებს და ამბობს, რომ ადგილობრივი წისქვილკომბინატები პროცესს ვერ მართავენ.
„დღეს, რომ ხორბალი ვინმემ შემოიტანოს, ეს მისთვის რისკია. თუ მაგალითად, სახელმწიფო სუბსიდირებას პირველი რიცხვიდან გამოაცხადებს და იტყვის, რომ სუბსიდირების პროგრამაში ის სუბიექტების ჩართვებიან, ვინც ხორბალს პირველი მაისიდან შემოიტანს და პურის ქარხნებს 1 ტომარა ფქვილს სამიზნე ფასად 75 ლარად მიაწვდის, გამოვა, რომ 1 მაისის შემდეგ პირობითად 400 დოლარად შემოტანილი ხორბლის ფასი დასუბსიდირდება, ხოლო მანამდე იგივე ფასად შემოტანილი ხორბალი არა. ამიტომ წისქვილები დღეს ხორბლის შემოტანას ვერ რისკავენ. სახელმწიფომ ის მაინც უნდა გვითხრას, რომ სუბსიდირება არ იქნება, მაშინ დარგის წარმომადგენლები პროცესებს დაგეგმავენ და ხორბლის შემოტანას დაიწყებენ. დღეს ჩვენ პროცესს ვერ ვგეგმავთ“, - განმარტავს ლევან სილაგავა.
ასოციაციის ხელმძღვანელი სახელმწიფოს მხრიდან გადაწყვეტილების მიღების დროს ვერ ასახელებს და იმასაც აღნიშნავს, რომ ადგილობრივი წარმოების წისქვილკომბინატების მიერ ფქვილის მიწოდება ბაზარზე ძალიან მცირეა. ლევან სილაგავს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ხორბლის ექსპორტი მცირე მოცულობით ყაზახეთიდან განხორციელდა, წარმოებების დიდი ნაწილი რუსეთიდან ფქვილის იმპორტზე გადავიდა, ნაწილი კი საერთოდ გაჩერდა. „ჩვენ პროცესს ვერ ვმართავთ“, - აღნიშნა სილაგავამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი