საქართველოს მთავრობა ახალი ტიპის თიზ-ს ქმნის, “სპეციალური ფინანსური ზონა” 110 ჰექტარზე თბილისსა და გონიოში განთავსდება. რა საგადასახადო შეღავათები იმოქმედებს ფინანსურ ცენტრებში ჯერ უცნობია, მაგრამ როგორც მთავრობა ირწმუნება, ფინანსური ზონის კონცეფცია "ბოლო თაობის" მოდელს დაეფუძნება.
სანამ მთავრობა ახალი ფინანსური ცენტრების შექმნაზე მუშაობს, საქართველოში წლების წინ შექმნილი თავისუფალი ინდუსტრიული ზონები BM.GE-თან გამოწვევებზე საუბრობენ. მათი თქმით, ამ პრობლემებმა თიზებს გარკეულწილად დააკარგინა ის უპირატესობები, რაც მათ დასაწყისშ ჰქონდათ.
თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელი გიორგი ტაბიძე საქართველოს მთავრობის ინიციატივას მიესალმება. მისი თქმით, თიზების საქმიანობის არეალი დღეს შეზღუდულია, რაც აუცილებლად უნდა გაიზარდოს. გიორგი ტაბიძის განცხადებით, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში ოპერირება სერვისის მიმწოდებელ კომპანიებსაც უნდა შეეძლოთ, მათ შორის იმ კომპანიებს, რომლებისთვისაც ქვეყანაში ფინანსური ცენტრები იქმნება.
“რაც შეეხება ფინანსური ზონების იდეას, ეს არის ის, რასაც ჩვენ, თავისუფალი ინდსტრიული ზონები, წლებია ვითხოვთ. ვითხოვთ, რომ თიზების მიმართულებით საქმიანობის არეალის გაფართოების უფლება მოგვეცეს და არ იყოს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ოპერირება მხოლოდ წარმოებით და ვაჭრობით შემოფარგლული, არამედ აქ დაემატოს მომსახურების გამცემი კომპანიებიც.
კარგი იქნება, თუ ჩვენც მოგვეცემა შესაძლებლობა ჩავერთოთ ასეთი ტიპის კომპანიების მოზიდვაში. თან თუ ეს ყველაფერი კანონით ნათლად იქნება გაწერილი, ამ შესაძლებლობას ჩვენც გამოვიყენებთ და შემდგომში მოზიდული კომპანიები თავად გადაწყვეტენ, ფინანსურ ცენტრში განთავსდებიან თუ თიზში. ეს უკვე კონკურენცია იქნება”-აცხადებს თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელი გიორგი ტაბიძე.
ცნობისთვის, თბილისის თავისუფალ ზონაში ამ ეტაპზე 140-მდე კომპანია ოპერირებს, რომელთა ძირითადი ნაწილი წარმოებისა და ვაჭრობის სექტორებს მიეკუთვნება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო