საქართველოს რკინიგზის დირექტორი დავით ფერაძე აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს სატრანზიტო დერეფანზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. მისი თქმით, ასეთი ტვირთნაკადი წლების განმავლობაში “გეგმაშიც არ ყოფილა”.
გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში ფერაძემ შუა დერეფანის კონკურენტუნარიანობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი დერეფანის კოორდინაციისთვის ყოველკვარტალურ შეხვედრებს მართავენ.
“წლების განმავლობაში ამხელა ტვირთანაკი გეგმაშიც არ ყოფილა. მაისში ნავთობის გადაზიდვები დაიწყო. რაც შეეხება გამტარუნარიანობას, ყაზახეთიდან არაერთი სუბიექტია, ესაა კასპიის ნავსადგური, შემდეგ აზერბაიჯანის პორტი და აზერბაიჯანის რკინიგზა, შემდეგ საქართველოს რკინიგზა, ტერმინალები და სანაოსნო შავ ზღვაში.
2014 წელს დაარსდა ტრანსკასპიური სატრანსპორრტო მარშრუტი და მას შემდეგ კვრატალურად ვხდებით და ვმუშაობთ. კარგი მაგალითია 2019 წელი, როდესაც თბილისში მოვიწვიეთ სხვადასხვა მხარის წარმომადგენლები, მათ შორის თურქმენეთიდანაც, რის შემდეგაც თურქმენული ნავთობი დაბრუნდა ჩვენ დერეფანში. დღეის მდგომარეობითაც გრძელდება ეს ტრენდი. ყაზახეთიდანაც ნავთობი უკვე წამოსულია ჩვენ დერეფანში და ვცდილობთ მაქსიმალურად საუკეთესო სერვისი დავანახოთ. ველოდებით, რომ ამას მოჰყვება სხვადასხვა ტვირთების მატება. საუბარია ასევე კონტეინერებზე, ასევე ქიმიურ საქონელზე - გოგირდზე, კარბამიდზე, მათგანაც ვითხოვთ გარანტიას, რომ ეს ერთჯერადი ტრანზაქცია არ იქნება ჩვენ დერეფანში და რამდენიმე წელი მაინც გაჩერდება ჩვენ დერეფანში.
წინა კვირას უკვე გავუშვით ახალი საფიდერო გემი, ესაა ბათუმი-ფოთი-კონსტანცა. ეს ახალი საფიდერო გემი, რომელიც 210 კონტეინერს გადაზიდავს კვირაში ერთხელ ივლის. 2019 წელს დავიწყეთ ეს პროცესი, პანდემიის დროს შეჩერებული იყო და ახლა მაისში უკვე გაეშვა ეს გემი.
დღეის მდგომარეობით, საქართველოს რკინიგზას აქვს უნარი გაატაროს, დაახლოებით, 27 მილიონი ტონა ტვირთი. რა თქმა უნდა, რაღაც შეფერხებები ყოველთვის იქნება, როდესაც საუბარია ახალ ტვირთებზე. ამაზე უკვე ორი თვეა ვმუშაობთ და გვაქვს შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან და ადმინისტრაციებთან. ამ ეტაპზე შეფერხებას ვერ ვხედავთ. დღეს გვინდა დერეფანში დავიტოვოთ გარანტირებული ტვირთი, რომელიც სანქციების მოხსნის შემდეგაც დარჩება ჩვენ დერეფანში.
4 წელია საქართველოს რკინიგზას ზრდის ტრენდი არ შეუწყვეტია, 2021 წელს რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა 10%-იანი მატება იყო გადაზიდვების. ამ ეტაპზე 12-13 მილიონ ტონას ვატარებთ და სიმძლავრის ნახევარი უკვე ათვისებულია.
მოდენიზაციის პროცესის დასრულებისთანავე, ეს მაჩვენებელი გაიზრდება 48 მილიონ ტონამდე. დერეფანში ყველა ბიზნესუბიექტმა უნდა ჩადოს ინვესტიციები, თავის პორტებში, ტერინალებში. ჩვენთანაც არის გამოწვევა, ლოკომოტივების დამატება დაგვჭირდება, ასევე დაგვჭირდება პარკის განახლება და ლიანდაგების კიდევ უფრო გაუმჯობესება," - განაცხადა დავით ფერაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი