მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წლის ბოლოსკენ ინფლაციის ნორმალიზებულ მაჩვენებელს დავუბრუნდებით" - მინისტრი

5f61e4973b25c
ინგა მურუსიძე
16.09.20 14:09
703
"გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ წლის ბოლოსკენ ინფლაციის ნორმალიზებულ დავუბრუნდებით", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

„რაც შეეხება ფასებს, ბოლო რამდენიმე თვის ანალიზი გვაძლევს საფუძველს, ვთქვათ, რომ თვე-თვეზე ინფლაცია მცირდებოდა. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, როცა ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი იყო, მიმდინარე ტრენდი არის შემცირებადი, რაც იმის საფუძველს გვაქვს, რომ ინფლაცია წლის ბოლოსკენ საკმაოდ დაბალ და ნორმალიზებულ მაჩვენებელს დაუბრუნდება. 2021-შიც არ ველოდებით იმ ზღვარზე მნიშვნელოვან გადაცილებას, რასაც სებ-ი თავის მიზნობრივ მაჩვენებლად აღიარებს ხოლმე“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ცნობისთვის: აგვისტოშ წლიური ინფლაცია 4.8% იყო. 2020 წლის მიზნობრივ ინფლაციად 3%-ია განსაზღვრული.