09.სექტემბერი .2019 20:50

"წლის მე-2 კვარტალში ამაზე ნაკლები ინვესტიცია 2006 წლიდან დღემდე მხოლოდ 2009 წელს შემოვიდა"

views 462
უკან

"ევროპული საქართველოს" წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი 2019 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკას ეხმაურება.

"წლის მე-2 კვარტალში ამაზე ნაკლები ინვესტიცია 2006 წლიდან მოყოლებული დღემდე შემოვიდა მხოლოდ 2009 წელს, რუსეთის საქართველოში შემოჭრის მომდევნო წელს.

2019 წლის II კვარტალში $187 მლნ, 2009-ის II კვარტალში - $177 მლნ.

ლარის გაუფასურების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი ესაა.  ივანიშვილის "მშვიდობა" ომის ტოლფასია"-წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 53.7%-ით შემცირდა. კვარტალური ინვესტიციების ასეთი დრამატული ვარდნა ქვეყანაში ბოლოს მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში იყო. თანხობრივად კლება $216 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

BMG-იმ საქსტატიდან უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების ათეული გამოითხოვა. უწყების მიერ მოწოდებული დოკუმენტის მიხედვით, კვარტლის განმავლობაში უმსხვილესი ინვესტორები იყვნენ, როგორც ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, ასევე ტურიზმის, ენერგეტიკისა და საფინანსო სფეროებში მოღვაწე კომპანიები.

ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, რომ უმსხვილეს ინვესტორთა შორის პანამური ოფშორის მიერ საქართველოში დაფუძნებული შვილობილი კომპანიის გავლით, ჩამონათვალში ბიძინა ივანიშვილიც მოხვდა, რომელიც "ტურიზმის განვითარების ფონდის" მეშვეობით რამდენიმე მსხვილ ობიექტს აშენებს.

უმსხვილესი ინვესტორების სრული სია ასეთია:

შპს მაგთიკომი
სს ენერგო-პრო ჯორჯია
სს RMG Copper
შპს ტოიოტა კავკასია
შპს აჭარ ენერჯი-2007
სს საქართველოს კაპიტალი
შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი
სს ნენსკრა ჰიდრო


სტატისტიკის სამსახურის მიერ მოწოდებული კომპანიების სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით. ასევე, სტატისტიკის სამსახური არ გასცემს ინფორმაციას თუ კონკრეტულად რა მოცულობის ინვესტიცია განახორციელეს აღნიშნულმა კომპანიებმა საანგარიშო პერიოდში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა