მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წყალი კურორტ თეთნულდზეც არ არის", - დამსვენებელი მესტიიდან

5e353542c4298
BM.GE
01.02.20 12:36
1680
"წყალი კურორტ თეთნულდზეც არ არის", - ამის შესახებ bm.ge-ს ადგილზე მყოფმა დამსვენებელმა, ნინო მენთეშაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ტურისტები ძალიან შეწუხებულები არიან, რადგანაც ადგილზე არც ტუალეტები მუშაობს. 

„თეთნულდი მესტიიდან საკმაოდ მოშორებით არის. აქ არის ძალიან კარგი სასრიალო ტრასები. ამოვედით დღეს და არ მუშაობს ტუალეტები. ინფრასტრუქტრა არის, თუმცა ტუალეტები არ მუშაობს იმიტომ, რომ არ არის წყალი. წყალი არ არის იმიტომ, რომ გაუფუჭდათ ძრავი. როგორც გვითხრეს, სამი ძრავი აქვთ და სამივე გაუფუჭდათ. მილები უკვე გაიყინა და არც იციან, როდის გაალღობენ, რომ წყალი მოვიდეს. ამდენი თანხა იხარჯება, ამდენი ტურისტი ამოდის, სავსეა აქურობა, უამრავი უცხოელია ჩამოსული. ტუალეტი არ მუშაობს არც ზემოთ, არც ქვემოთ“, - განაცხადა მენთეშაშვილმა.

Bm.ge ცდილობს დაუკავშირდეს სხვა დამსვენებლებსაც და ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.