“2020 წელს ლარის გაუფასურების გამო მილიონობით ლარის ზარალი მივიღეთ”- ამის შესახებ BM.GE-ის კომპანია “წყალი მარგებელის” სტრატეგიული განვითარების მენეჯერმა თინათინ მახარაძემ განუცხადა.
როგორც ის ამბობს, იმის გამო, რომ კომპანიას მიმდინარე სესხი ევროში აქვს, ხოლო შესაფუთ მასალებს ევროსა და დოლარში ყიდულობენ, პროდუქციის რეალიზაცია კი ადგილობრივ ბაზარზე ლარში ხდება, “წყალ მარგებელს” ხარჯი გაეზარდა. შესაბამისად, კომპანია 2021 წლის იანვრიდან პროდუქციაზე ფასები 15%-მდე გაზრდაც მოუწია.
“ჩვენი პროდუქციის ფასები გაიზარდა. 300-ზე მეტი დასახელების პროდუქტი გვაქვს და სრული ასორტიმენტის ნახევარს ფასების ზრდა შეეხო, სადაც შეგვეძლო ფასების შენარჩუნება, მაქსიმალურად შევინარჩუნეთ. ზრდა დაახლოებით 3-15%-მდეა. ძირითადად გაძვირდა მინერალური და მტკნარი წყალი. ასევე გაძვირდა ხილის წვენებიც. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ვალუტის კურსის ცვლილება. ჩვენი შემოსავლების ძირითადი ნაწილი ადგილობრივი გაყიდვებიდან გენერირდება ლარში, ხოლო სესხები გვაქვს ევროში. ასევე შესაფუთი მასალების ფასები ფიქსირდება დოლარსა და ევროში. შესაბამისად, ასეთი მკვეთრი კურსთაშორისო სხვაობა როგორიც 2020 წელს იყო, დიდ გავლენას ახდენს ჩვენი ხარჯების სტრუქტურაზე. საუბარია მილიონობით ლარის ზარალზე, ამიტომ გავაძვირეთ იანვრიდან პროდუქცია",- აცხადებს კომპანიის სტრატეგიული განვითარების მენეჯერი თინათინ მახარაძე.
კომპანიაში ამბობენ, რომ მიმდინარე წელს მათთვის გაძვირდა ელექტროენერგიაც, თუმცა მინერალური და მტკნარი წყლის მწარმოებელი კომპანიები ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებული საწარმოების ჩამონათვალში ვერ მოხვდნენ. “წყალ მარგებელში” ამბობენ, რომ მათ წარმოებაზე დენის გაძვირებასაც ექნება გავლენა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საფასო პოლიტიკა სულ ცოტა ხნის წინ შეცვალეს, კომპანიაში ჯერჯერობით ცვლილებებს არ გეგმავენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?