მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წყალტუბო იქნება საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის შემდეგი ბრილიანტი"

5eda3eada673f
ინგა მურუსიძე
05.06.20 16:45
983
წყალტუბო იქნება საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის შემდეგი ბრილიანტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იმერეთში განაცხადა.  პრემიერის თქმით, წყალტუბო ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულებაა, რომელსაც სჭირდება ინვესტიციები.


„გეოგრაფიულად დღეს წყალტუბო არის ტურისტული თვალსაზრისით ყველაზე მიმზიდველი მიმართულება, რომელსაც სჭირდება ინვესტიციები ბევრი თვალსაზრისით. წყალტუბო როგორც ტურისტული ბრენდი, უკვე ჩამოყალიბებულია და მას სჭირდება ძველი ისტორიის აღდგენა თანამედროვე ხარისხის ნიშნის დამატება, განსაკუთრებით ახლა.

დროში სადღაც ცოტა ჩამოვრჩით, მაგრამ წყალტუბო იქნება საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის შემდეგი ბრილიანტი“, - განაცხადა გახარიამ.