მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წყალტუბო საქართველოს სამკაულია... ქვეყანას ჰყავს ქმედუნარიანი მთავრობა" - ბიზნესკონსულტანტი

62ea8949d3dae
მარიამ იზორია
03.08.22 19:00
1669
მთავრობის მიერ 5 ივლისს წარდგენილი 14 საინვესტიციო პროექტი სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საპრივატიზაციოდ 6 ივლისს გამოიტანა და პირობიანი აუქციონები 4 აგვისტოს 17:00 საათამდე გაგრძელდება. დღეს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პროექტ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და კურორტის განვითარების გეგმა გააცნო. ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა. დღესვე უწყებამ ასევე უცხოელი ბიზნესკონსულტანტის კომენტარი გაავრცელა.

„ვფიქრობ, წყალტუბო საკმაოდ იშვიათი შესაძლებლობაა ინვესტირება მოახდინო წარსულში, რომელიც შეიძლება საინტერესო შეთავაზება იყოს მომავალში, რომ რეგიონში მოიზიდო ტურისტები და მიაწოდო მომსახურება ადამიანებს, როგორც საქართველოდან, ისე მთელი მსოფლიოდან და დატკბნენ საკმაოდ უნიკალური ტრადიციებით, შესანიშნავი კერძებით, ტურისტული ადგილებით და ბუნებით, რომელიც წყალტუბოშია“, - აცხადებს ბიზნესკონსულტანტი მარკ ჰენეს დანიელსი.

უცხოელი ბიზნესკონსულტანტის განცხადებითვე, საქართველოს, როგორც საინვესტიციო მიმართულების განხილვა, ძალიან მიმზიდველი წინადადებაა, საოპერაციო გარემო მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია და ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მატებასთან და რიგი რეფორმების განხორციელების შედეგად უადვილებს ხალხს ინვესტირებას ქვეყანაში.

„ეს არაჩვეულებრივი ადგილია. წყალტუბოს აქვს არქიტექტურის საოცარი კოლექცია. ამასთან, კურორტი ახლოსაა ქუთაისის აეროპორტთან, რაც ძალიან მოსახერხებელს ხდის მასთან წვდომას. აქ თავმოყრილია უამრავი ძალიან ლამაზი შენობა, რომელთაც აქვთ თანმიმდევრული არქიტექტურა და ამავდროულად ეს კურორტი გამორჩეულია უნიკალური წყლით.

ქვეყანას ჰყავს ძალიან ქმედუნარიანი მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს ხალხს მომსახურებით და უადვილებს მათ მოიძიონ ობიექტები ინვესტიციებისთვის. ცხადია, ბოლო ორი წლის განმავლობაში გლობალური გარემო რთული იყო პანდემიის გამო, თუმცა, ჩვენ გადავლახავთ იმ პერიოდს. ძველმა ქვეყნებმა, როგორიც საქართველოა, ბევრი კრიზისი გამოიარა და თითოეულის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. ვფიქრობ, საქართველო იყო ძალიან პროგრესული ქვეყანა წარსულში, იგი იქნება ძალიან საინტერესო მომავალში, ხოლო ეს შუალედური პერიოდი იძლევა დიდ შესაძლებლობებს შეიძინოთ აქტივები ძალიან გონივრულ ფასებში. მომავალში ეს შესაძლებლობა აღარ იქნება და სწორედ ახლა არის შესაძლებლობა, ადამიანებმა განახორციელონ ინვესტიცია საქართველოში“, - აღნიშნა მარკ ჰენეს დანიელსმა.