წყალტუბოში, სოფელ ქვილიშორში მდებარე სასტუმროს Prometheus Epic Hotel & Spa-ს რეზერვაციების მენეჯერი გიორგი გულუა bm.ge-სთან ზაფხულის ტურისტულ სეზონზე წყალტუბოს დატვირთულობას აფასებს. როგორც ის აღნიშნავს, წყალტუბო იმერეთის სხვა ქალაქებისგან განსხვავებით სეზონურია, შესაბამისად, სასტუმროები დატვირთილი ივნისიდან სექტემბრის ჩათვლითაა, ოქტომბრის ბოლოდან მომდევნო სეზონამდე კი ქალაქს დამსვენებელი თითქმის არ სტუმრობს.
რაც შეეხება უშუალოდ Prometheus Epic Hotel & Spa-ს, სასტუმროს 80% დაკავებულია, სტუმრებს შორის კი არაბული ქვეყნებიდან ჩამოსული დამსვენებელი ჭარბობს.
სასტუმროს წარმომადგენელი ვარაუდობს, რომ მთავრობის მიერ დაანონსებული წყალტუბოს განახლების გეგმა მხარეს გამოაცოცხლებს.
„წყალტუბო არის სრულიად სეზონური. ივნისი-სექტემბერი კარგი დატვირთულობა აქვს. არის დღეები, როცა სასტუმროში გასაქირავებელი ოთახები აღარ არის. ოქტომბრის ბოლოდან მეორე სეზონამდე უკვე ჩავარდნა დაიწყება. ჩვენი სასტუმროს დატვირთულობა სეზონზე 80%-ია. ტურისტებს შორის არაბული ქვეყნებიდან ჩამოსული დამსვენებელი ჭარბობს. წყალტუბოს სასტუმროებზე ძირითადად ტურისტული კომპანიების ჯავშნები მოდის, ინდივიდუალური საიტებიდან, როგორიც booking.com-ია, ჯავშნები არ გვაქვს. ტურისტებს შორის ადგილობრივებიც არიან.
წყალტუბოს ტურიზმის მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს. ამ მხარის ნიშა სამკურნალო-სპა მიმართულებებია. ვფიქრობ, წყალტუბოს განახლების პროგრამა აქაურობას გამოაცოცხლებს, შეიქმნება მიზიდულობის ცენტრი. სამწუხაროდ, ამ დროისთვის ცნობადობა ნაკლებია“, - ამბობს ის.
ცნობისთვის: წყალტუბოში მდებარე Prometheus Epic Hotel & Spa-ს გახსნისთვის 3 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. სასტუმრო 26-ნომრიან სასტუმროს, ღვინის მუზეუმს, რესტორანს, ორი ტიპის აუზსა და ჯაკუზს, ასევე საუნას აერთიანებს. კომპლექსი რეგიონში 60 ადამიანს ასაქმებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი