04.მაისი .2020 14:20

"წყალტუბოში ზომების გამკაცრების საჭიროება ჯერ არ დგას" - ზვიად შალამბერიძე

views 274
უკან

წყალტუბოში ზომების გამკაცრების საჭიროება ჯერჯერობით არ დგას, ადგილზე მუშაობენ ეპიდემიოლოგები და გადაწყვეტილებებს მივიღებთ მდგომარეობის შესაბამისად, - ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეზღუდვები მოიხსნება ხვალ დილიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა მოქალაქეს შეეძლება ქუთაისში თავისუფლად შევიდეს და გავიდეს.

„ბლოკ-პოსტები ჯერჯერობით რჩება და ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში ვიმსჯელებთ. იმერეთში საშვი არავის არ დასჭირდება. საშვი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში საჭირო, თუ ჩვენს მოქალაქეს ექნება თბილისში გადაუდებელი ჩასვლის აუცილებლობა. წყალტუბოში ინფიცირების ბოლო შემთხვევის გამოვლენა სწორედ ბლოკ-პოსტზე მოხდა, რამაც ჩვენ აგვაცილა ძალიან ცუდ შედეგებს, გნებავთ ქუთაისში და გნებავთ წყალტუბოში. ჩვენ უკვე მეორე კვირაა ყველა რეგიონში გავხსენით ქოლცენტრი, სადაც ხდება ყველა იმ მოქალაქის გადმომისამართება იმერეთში, რომელიც 144-ზე რეკავს შემდეგ, 24 საათის განმავლობაში მათ უწევენ როგორც კონსულტაციას, ასევე მათი საჭიროებების დაკმაყოფილება ხდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე“, - განაცხადა შალამბერიძემ.

მისივე თქმით, ქუთაისში და რეგიონებში გაიხსნა რამდენიმე აგრარული ბაზარი და ყველა დანარეჩენიც გაიხსნება, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

„როგორც უკვე ვთქვი, წყალტუბოში ზომების გამკაცრების საჭიროება ჯერჯერობით არ დგას. ადგილზე მუშაობენ ეპიდემიოლოგები და გადაწყვეტილებებს მივიღებთ მდგომარეობის შესაბამისად“, - განაცხადა შალამბერიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა