მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხანგრძლივი შეზღუდვების შემთხვევაში ბიზნესების დიდ ნაწილს აღდგენის რესურსი აღარ დარჩება"

5fdb8dd982e5b
თათია ჩაფიჩაძე
17.12.20 23:00
854
კომპანია „რედკოს“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ხანგრძლივი შეზღუდვების შემთხვევაში საქართველოში არსებული ბიზნესების დიდ ნაწილს აღდგენის რესურსი აღარ დარჩება.

„საქმიან დილაში“ სტუმრობისას მალხაზ კუნელაურმა განაცხადა, რომ აუცილებელია დაწესებული შეზღუდვები იმგვარად დაკორექტირდეს, რომ ეკონომიკის სრული ჩამოშლა არ მოჰყვეს.

„ეს წელი დაწესებული შეღზუდვების გამო მარტივი არ იყო. ამჟამინდელი მოცემულობა უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს ბიზნესს და განსაკუთრებით ტურისტულ სექტორს. დეკემბერი და იანვარი ზამთრის სეზონზე ყველაზე მნიშვნელოვანი თვეებია", - განაცხადა კუნელაურმა.

მისივე თქმით, მიუხედავად ასეთი მძიმე წლისა „რედკოს“ არცერთი დაწყებული პროექტი არ გაუჩერებია, მათ შორის არც გუდაურში. "რაც შეეხება გეგმებს, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება და რამდენად გაიზრდება მშენებლობის, გაქირავების, გაყიდვების მასშტაბი რაც თავის მხრივ დამოკიდებულია შეზღუდვებზე და პანდემიაზე. რაც მალე იქნება მოხსნილი ის, მით მალე დაიწყებს ბიზნესი აღდგენას, მაგრამ ამაზე წლები ვერ ვისაუბრებთ. მე მინდა ყველას გასაგებად ვთქვა, რომ არ აქვს საქართველოს არცერთ ბიზნესს იმდენი რესურსი, რომ წლების განმავლობაში ჩვენ ასე დაიმედებულად გვქონდეს მოლოდინი, რომ ის დაიწყებს აღდგენას, როცა დამთავრდება რაღაცა. თუ სწრაფად არ დამთავრდება ბევრი აღდგენის პროცესებს ვეღარ შევხდება", - განაცხადა კუნელაურმა.

მისივე თქმით, უნდა მოიძებნოს ოქროს შუალედი და მოხდეს პანდემიის მართვაც და ეკონომიკის გადარჩენაც. "შეზღუდვები იყოს მოკლევადიანი და არა ასე 2-2 თვიანი", - დასძინა მან.