10.ოქტომბერი .2019 21:21

"ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე ერთ-ერთი ,,უტყუარი მტკიცებულება“ არის სპეციალისტების დასკვნა"

views 341
უკან

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" წევრი,კახა კოჟორიძე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა დღეს გაიმართა. თიბისი ბანკის დამფუძნებლების ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, სხდომაზე პროკურატურისა და დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების სასამართლოზე დაშვების საკითხზე იმსჯელეს. 


კორძაძის თქმით, ბრალდება ითხოვს, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის იურისტების მიერ უცხოეთში შეგროვებული მტკიცებულებები დაუშვებლად იქნეს ცნობილი. კორძაძის თქმითვე, საქმის მთავარი მოწმეები უცხოეთში ცხოვრობენ, რის გამოც მათი გამოკითხვის მოსმენა დაცვის მხარის გამარჯვებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.



"ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე ერთ-ერთი ,,უტყუარი მტკიცებულება“ არის სპეციალისტების დასკვნა. მეტი ,,უტყუარობისთვის“ ეს დასკვნა უცხოელებმა დაწერეს. დღევანდელ პროცესზე კი გამოვლინდა შემდეგი:

1. საქმის მასალები ინგლისურად ნათარგმნი არ არის, ხოლო ექსპერტებმა არ იციან ქართული.

2. ალბათ გაგიჩნდათ კითხვა: რა მასალების საფუძველზე დაიწერა ეს ,,უტყუარი“ დასკვნა? პასუხი კაციშვილმა არ იცის.

3. დასკვნა დაწერილია საქმის სამართლებრივ საკითხებზე. კანონი კი არ ითვალისწინებს მსგავსი დასკვნის სამართლებრივ საკითხებზე დაწერის შესაძლებლობას.

4. ექსპერტები ამავე დასკვნაში თავად ამბობენ, ჩვენ საქართველოს სამართლებრივ ნორმებს კარგად არ ვიცნობთო. თუმცა, დასკვნა სწორედ სამართლებრივ საკითხებზე უწერიათ. თან, რა თქმა უნდა, ,,რკინის დედუქციით" მაინც იმაზე შეჯერდნენ, რომ ბრალდებას მყარი საფუძველი გააჩნიაო (?!);

5. და ბოლოს, ეს პატივცემული ,,ობიექტური ექსპერტები“ თურმე პტოკურატურის უცხოელი მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან, რომელსაც ფულს პროკურატურა უხდის.

ამ პროკურატურას კი ფულს ჩვენ ვუხდით!!!!

ასეთი იყო ამ ტრაგი-კომედიის დღევანდელი სერია. გაგრძელება იქნება..."-წერს სოციალურ ქსელში კახა კოჟორიძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა