30.მაისი .2020 21:00

"ხედვა, რომ უფროსმა უნდა გადაამოწმოს ყველაფერი...ეს არის საბჭოური მენტალიტეტი"

views 2978
უკან

ბიზნესმენი თემურ ჭყონია გადაცემა Forbes Talks-ში საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ბიუროკრატიას ასახელებს და აღნიშნავს, რომ სწორედ ამაშია საბჭოთა მენტალობა.

“კორონავირუსის პერიოდში სოფლებში ძირითადად გუბერნატორები დადიოდნენ. ამ დროს იმ სოფლებს ჰყავს თავისი გამგებლები, საკრებულოები და ა.შ. მაგრამ ეს ხედვა, რომ უფროსი უნდა ჩავიდეს ყველგან და უფროსმა უნდა გადაამოწმოს და ადგილობრივს არ ენდოს, სწორედ ეს არის საბჭოური მენტალიტეტი.

შენ რო აირჩევ ვიღაცას, იმას უნდა ენდო. იმან უნდა გააკეთოს ის, რასაც შენ აკეთებ. მაშინ ან ის არის ზედმეტი, ან შენ”,- ამბობს ბიზნესმენი.

მისი თქმით, ხშირად საუბრობენ, რომ ბიუროკრატია არის არჩევნების დამხმარე რგოლი, გარანტირებული ამომრჩეველი. ამის გამო ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, ხელისუფლებამ ოდესმე შეამციროს ბიუროკრატიული აპარატი, რათა ეს განწყობა ქვეყანაში გაქრეს და მომდევნო მთავრობასაც აღარ ჰქონდეს საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა იმედი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა