მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხელისუფლება და რუსი ოლიგარქი ემსახურება არა ქართულ და ამერიკულ, არამედ რუსეთის ინტერესებს"

5f228ea7a4b3b
ინგა მურუსიძე
30.07.20 13:19
898
დღევანდელი ხელისუფლება და რუსი ოლიგარქი ემსახურება არა ქართულ და ამერიკულ ინტერესებს, არამედ ჩვენი მეზობელი ქვეყნის რუსეთის ინტერესებს, - ასე ეხმაურება „ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე ამერიკის ექვსი კონგრესმენის წერილს მაიკ პომპეოსადმი.

„ლელოს“ გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ექვსი კონგრესმენის წერილი არის მნიშვნელოვანი, რადგან ისინი რეალურად აფასებენ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და ხაზს უსვამენ რუსი ოლიგარქის მიერ ქვეყნიდან დასავლური ინვესტიციები განდევნას.

„დღევანდელი ხელისუფლება და რუსი ოლიგარქი ემსახურება არა ქართულ და ამერიკულ ინტერესებს, არამედ ჩვენი მეზობელი ქვეყნის რუსეთის ინტერესებს, როდესაც ის დევნის ქვეყნიდან ამერიკულ ინვესტიციებს, როდესაც ის დევნის ოპონენტებს და ამისთვის იყენებს ტიპიურ ოლიგარქიულ მეთოდებს. ეს ოქტომბერში უნდა დასრულდეს. კონგრესმენების შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება მიმართულია საქართველოს ინტერესების და ამერიკულ-ქართული ინტერესების წინააღმდეგ. დღევანდელი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებით, იდევნება აშშ-ს ინტერესები შავი ზღვიდან და ჩერდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის უმნიშვნელოვანესი პროექტი. ჩვენი მეგობრების, სტრატეგიული პარტნიორების მიერ გამოხატული წუხილი არის იმისკენ მიმართული, რომ საქართველოში აღარ გაგრძელდეს რუსი ოლიგარქიული მმართველობა და ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას ოქტომბერში“, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

წერილში კონგრესმენები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავენ და შეშფოთებას გამოხატავენ, რომ საქართველოს არსებული ხელისუფლება მანიპულირდება რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელიც ცდილობს, ქვეყნიდან გაიყვანოს ამერიკული ბიზნესები, რომლებსაც ქართულ-ამერიკულ ეკონომიკაში კონტრიბუცია შეჰქონდათ დეკადების განმავლობაში. ეს ყოველივე კეთდება რუსული, ჩინური და ირანული ინვესტიციების სასარგებლოდ.