მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაული სახელმწიფოს წინაშე" - გოცირიძე ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტაზე

5e1704c4a601c
ინგა მურუსიძე
09.01.20 15:05
1007
"ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაული სახელმწიფოს წინაშე", - ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულების გაწყვეტას.

"ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაული სახელმწიფოს წინაშე. ეს არის ძალიან დიდი ზიანი ქვეყნისათვის, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური. პირდაპირ შეასრულა ივანიშვილმა და საქართველოს მოქმედმა მთავრობამ რუსეთის დავალება და გაანადგურეს ანაკლიის პროექტი, რომლის პერესპექტივა ნულია ამ ხელისუფლების პირობებში. ტყუილია ის, რომ გამოაცხადებენ საინვესტიციო პირობებს, თუ გამოაცხადებენ, პროექტით არავინ დაინტერესდება. ნებისმიერი, ვინც ამ პროექტის განსახორციელებლად შემოვა, იქნება ივანიშვილი, ან რუსეთთან დაკავშირებული კომპანია. ივანიშვილის მიერ პროექტის განხორციელება დაკავშირებული იქნება რუსეთთან და გაიწელება დიდი ხანი, ვინაიდან ივანიშვილს არ აწყობს ამ პროექტის განხორციელება", - განაცხადა რომან გოცირიძემ.