მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხიბლში ნუ ჩავვარდებით, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან" - პაატა იმნაძე

5e8afc4ed4641
ინგა მურუსიძე
06.04.20 14:00
1588
ხიბლში ნუ ჩავვარდებით, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ მედიის მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, უზიარებს თუ არა საქართველო თავის გამოცდილებას სხვადასხვა ქვეყნებს.

იმნაძის თქმით, საქართველოს აქვს კავშირი WHO-სთან, მეზობელ ქვეყნებთან, უკრაინასთან და ხდება გამოცდილების გაზიარება.

"ჩვენ გვაქვს კავშირები ყველასთან. ხდება ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარება მუდმივად,  მაგრამ ხიბლში ნუ ჩავვარდებით, ძირითადი ბრძოლა წინ გვაქვს. ერთმანეთს ყველა ვუზიარებთ გამოცდილებას და წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან", - აღნიშნა იმნაძემ.

6 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების - 188, გამოჯანმრთელების - 36 და გარდაცვალების 2 შემთხვევა არის დადასტურებული.