მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხმა მივეცი მშვიდობას და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას" - ლევან დავითაშვილი

5f9d32c286699
ინგა მურუსიძე
31.10.20 13:46
593
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საკუთარი არჩევანი გლდანში, 173 სკოლის შენობაში განთავსებულ 74-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა.

„მე ხმა მივეცი პირველ რიგში, მშვიდობას და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. ხმა მივეცი ქვეყანაში ადამიანის სამოქალაქო უფლებების დაცულობის უზრუნველყოფას, რომ ვერასდროს მოხდეს საკუთრების უფლების ხელყოფა.

ასევე ხმა მივეცი იმას, რომ ქვეყანამ მოახერხოს თავის ისტორიული არჩევანის რეალიზება - ქვეყანა გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ჩვენს მომავალ თაობას ჰქონდეს თავისუფალი განვითარების საშუალება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, დღევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე, ქვეყნის მასშტაბით დარეგისტრირებულია 50 პარტია და 500-ზე მაჟორიტარობის კანდიდატი. ერთიან სიაში 3 526 023 ამომრჩეველია, მათ შორის საზღვარგარეთ რეგისტრირებულია 14 170 პირი.