მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხმა მივეცი ოპოზიციურ ცვლილებებს" - გიორგი მარგველაშვილი

617d1965e1063
ინგა მურუსიძე
30.10.21 14:10
695
"ხმა მივეცი ოპოზიციურ ცვლილებებს" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

„ხმა მივეცი ოპოზიციურ ცვლილებებს. ხმა მივეცი იმას, რომ თბილისში, ჩემს ქალაქში დსრულდეს კორუფცია, ძარცვა და ადამიანების ქონების და ღირსების მიტაცება“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

კითხვაზე - დათმობს თუ არა „ქართული ოცნება“ ძალაუფლებას, ყოფილმა პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ყველა თმობდა და ყველა დათმობს, როცა ხალხის ურყევი პოზიცია იქნება.