რუსეთს, უკრაინას და თურქეთს შორის ე.წ. მარცვლეულის დერეფანზე შეთანხმებამ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასებზე ზეწოლა მოხსნა. როგორც ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი, ლევან სილაგავა BMG-სთან აღნიშნავს, ფასებზე დადებითად მოქმედებს ის კომპრომისული შეთანხმება, რომლის მიხედვით, უკრაინულ ხორბალთან ერთდ, რუსული ხორბალი და სასუქები შეუფერხებლად გავა საერთაშორისო ბაზარზე.
„19 ნოემბერს უკრაინის მარცვლეულის დერეფანი კიდევ ოთხი თვით გაგრძელდა. ინტენსიური მოლაპარაკებები მიდიოდა რუსეთთან, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს დერეფანი გაგრძელებულიყო. მსოფლიოს უკრაინის პორტებიდან სჭირდება მარცვლეული და შესაბამისად, ეს ფაქტორი საკმაოდ ძაბავდა ბირჟებზე მდგომარეობს. ახლა ეს რისკი მოხსნილია. მეორე დადებითი ფაქტორი ის არის, რომ რუსული ხორბლის მსოფლიო ბაზარზე შეუფერხებლად გასვლის შესახებ შეთანხმება მიღწეულია. აგრეთვე შეუფერხებლად გავა მსოფლიო ბაზარზე რუსული სასუქიც. ეს ორივე დადებითი ტენდენცია უახლოეს მომავალში მსოფლიო ბაზრებზეც აისახება“, - აცხადებს ლევან სილაგავა.
როგორც სილაგავა აღნიშნავს, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში ხორბლის ფასი კლებას დაიწყებს.
„ფასების კლების პირველი ნიშანი ის არის, რომ პარასკევს ბირჟაზე ხორბლის ფასი დაახლოებით 3%-ით შემცირდა. გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინა და რუსეთი ჩვენი რეგიონის ქვეყნებია, ეს ჩვენზეც დადებითად აისახება. უახლოეს მომავალში ფასების მინიმუმ სტაბილიზაციას და შემდეგ უკვე კლებას ველოდებით. შეიძლება, ეს ახალ წლამდეც იყოს. აქედან გამომდინარე, ველოდებით ფქვილის ფასის შემცირებასაც. 1 ტომარა 50 კგ-იანი ფქვილის ფასი, შესაძლოა, 1-2 ლარის ფარგლებში კიდევ შემცირდეს“, - აცხადებს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი, ლევან სილაგავა.
ინფორმაციისთვის: 17 ნოემბერს, სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება შედგა, რის შედეგად ე.წ. "მარცვლეულის შეთანხმება" დამატებით 120 დღით გაგრძელდა. აღნიშნული შეთანხმება რუსეთის მხრიდან წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ უკრაინული პროდუქციით დატვირთული გემები უსაფრთხო კორიდორს მიიღებენ და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე გატანას შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ ამბის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში საერთაშორისო ბირჟაზე ხორბლის ფასი 2.3%-ით შემცირდა და ბუშელი მარცვლეულის ღირებულებამ 798 დოლარი შეადგინა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი