19.ოქტომბერი .2021 23:00

"ხორბლის იმპორტის შემცირების ხარჯზე, ფქვილის იმპორტი გაზრდილია" - ლევან სილაგავა

"ხორბლის იმპორტის შემცირების ხარჯზე,  ფქვილის იმპორტი გაზრდილია" - ლევან სილაგავა
views 336
უკან

2021 წლის 9 თვეში საქართველოდან ხორბლისა და მესლინის იმპორტი 15.6%-ით არის შემცირებული. აღნიშნულის შესახებ საქსტატის ანგარიშიდან ხდება ცნობილი, რომელიც საგარეო ვაჭრობის 9 თვის მონაცემებს აერთიანებს. ხორბლის მთავარი იმპორტიორი საქართველოსთვის რუსეთია.

მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა ხორბლის იმპორტის შემცირებას რუსეთში ამ პროდუქტზე დაწესებული ბაჟით ხსნის, რომელიც დღეისთვის უკვე 60 დოლარს შეადგენს და ხორბალს აძვირებს, რაც მასზე მოთხოვნის შემცირებასაც იწვევს. სამაგიეროდ, იზრდება ფქვილის იმპორტი.

“მიმდინარე წლის მარტიდან რუსეთში ხორბალზე მოქმედებს მცურავი ბაჟი, რომელიც ხორბლის საერთაშორისო ფასებზეა მიბმული. თავიდან ხორბლის ბაჟი იყო 25 დოლარი, დღეს უკვე 60 დოლარს აღწევს. არადა, გასულ წელს რუსეთში არც ხორბალზე და არც ფქვილზე ბაჟი არ მოქმედებდა, საექსპორტო ბეგარა იყო ნულის ტოლი.

შესაბამისად, სხვაობა გადასახადებს შორის არის სწორედ იმის მიზეზი, რომ ფქვილის იმპორტი არის აგრესიულად გაზრდილი ხორბლის იმპორტის შემცირების ხარჯზე. თუ გასული წლის პერიოდს შევადარებთ, ფქვილის იმპორტი 500%-ით არის მომატებული”,- აცხადებს ლევან სილაგავა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა