"ის კვალიფიკაცია, რაც დღეს არის ქვეყანაში საჭირო და რაც ჩვენს მუშახელს აქვს, ერთმანეთს აცდენილია", – ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ BM.GE–ს ქვეყნის საინვესტიციო გარემოში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას განუცხადა.
"ჩვენ თუ შევხედავთ წარმოების ნაწილს, ანუ იმ პოტენციალის ათვისებას, რომელიც უკავშირდება მსხვილი კორპორაციების წარმოების ჯაჭვის საქართველოში გადმოტანას, რომელიც მაგალითად ჩინეთშია და აქ ხალხის დასაქმებას, ამ მიმართულებით მთავარი პრობლემა არის მუშახელი. სამწუხაროდ, საბჭოთა პერიოდშიც არ ვიყავით ამ მხრივ გამორჩეული, ბევრი წარმოება გვქონდა, მაგრამ მაშინაც ხარისხით ვერ დავიკვეხნიდით.
30–წლიანი წყვეტის შემდეგ, როცა ტექნიკური სასწავლებელები აღარ იყო, საინჟინრო პოტენციალი როგორც მაღალი, ისე ქვედა რგოლის, გავაქრეთ - ყველა აბიტურიენტი მიდის ბიზნეს ადმინისტრირებაზე და სამართალზე, ან ჟურნალისტიკაზე...
ის კვალიფიკაცია, რაც დღეს არის საჭირო და რაც ჩვენს მუშახელს აქვს, ერთმანეთს აცდენილია. როგორმე აუცილებელია დაახლოება, ამას დრო სჭირდება, სულ მცირე ერთ წელი მაინც, რომ გადაამზადო. არის საინჟინრო პოზიციები, რომელთაც უცხოეთიდან ჩამოჰყავთ კადრები და ამუშავებენ, იმიტომ რომ ადგილზე ვერ ხედავენ კადრების პერსპექტივას. რამ შეიძლება ეს წაახალისოს, ძალიან რთული სათქმელია, რადგან ქართული მუშა ხელი იაფია, მაგრამ არა - კვალიფიციური. ერთ–ერთი რამაც შეიძლება ეს პრობლემა შედარებით გადაჭრას, FDI–ის შემოსვლაა –პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უნდა შემოვიდეს, რასაც ტექნოლოგია და ადგილობრივი მუშახელის გადამზადება მოჰყვება", – განაცხადა ვეფხვაძემ და დასძინა, რომ ადგილობრივი მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა განსაკუთრებით ენერგეტიკის განვითარებით არის შესაძლებელი.
"მე მგონია, რომ ენერგეტიკა შეიძლება იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და ასეთი იდეასავით შეიძლება გავაჟღეროთ, რომ ჩვენ თუ დღეს "ხუდონჰესს" დავამთავრებთ, რომელიც 700 მეგავატია, მსხვილ კორპორაციებს ვეტყვით, თუ თქვენ გადმოიტანთ წარმოებას და პირობითად, 2-3 ათას ადამიანს საქართველში დაასაქმებთ, ერთ ცენტად, ანუ ზღვრული ღირებულებით, რაც საოპერაციო ხარჯებია, მოგცემთ ელექტროენერგიას", – მიიჩნევს ლევან ვეფხვაძე.
ცნობისთვის: "ხუდონჰესი" ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული პროექტია, მისი საინვესტიციო ღირებულება $1 მილიარდს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ Trans Electrica BVI-სა დ Trans Electrica Georgia-სთან სთან საქართველოს მთავრობამ ხუდონის 702-მეგავატიანი ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით პირველი მემორანდუმი 2011 წელს გააფორმა. მას შემდეგ დოკუმენტში არაერთი ცვლილება შევიდა. 2015 წელს განახლებული მემორანდუმის მიხედვით, სახელმწიფო ელექტროსადგურის აშენების შემდეგ იღებდა ვალდებულებას, რომ აშენებიდან 15 წლის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ტარიფად შეეძინა გამომუშავებული ელექტროენერგია. კერძოდ, PPA ხელშეკრულებაში ჩაიდო, რომ პირველი 8 წლის განმავლობაში "ხუდონის" გამომუშავებული ელექტროენერგიის გარანტირებული ტარიფი კილოვატზე 10.5 აშშ ცენტი იქნებოდა.
მთავრობამ აღნიშნულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მოშლისთვის იურისტები დაიქირავა, მიუხედავად ამისა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი არ გამორიცხავს, "ხუდონჰესის" პროქტში ინდური კომპანია "ტრანს ელექტრიკა" ინვესტორად ისევ დარჩეს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?