ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი არ გამორიცხავს, "ხუდონჰესის" პროქტში ინდური კომპანია "ტრანს ელექტრიკა" ინვესტორად ისევ დარჩეს.
როგორც მან დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, პროექტის განვითარების ხედვებზე "ტრანს ელექტრიკასთან" მოლაპარაკებები ისევ გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ აღნიშნულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მოშლისთვის იურისტები უკვე დაიქირავა.
"ტრანს ელექტრიკა", დაახლოებით, ბოლო 10 წლის განმავლობაშია ამ პროექტში ჩართული, ორივე მხარის ინტერესებია, რომ მოლაპარაკებების შედეგად დავადგინოთ, რა პირობებზე გააგრძელებს ეს კომპანია მუშაობას, ან თუ არ გააგრძელებს მუშაობას, მოხდება ამ კომპანიის გასვლა პროექტიდან. საკმაოდ კონსტრუქციული თანამშრომლობაა მათთან და ვფიქრობ, ორ-სამ თვეში, შემოდგომისთვის გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
კითხვაზე, რამდენად მაღალია "ტრანს ელექტრიკას" პროექტში დარჩენის ალბათობა, დავით თვალაბეიშვილი პასუხად აღნიშნავს, რომ ჯერ ჰესის დაფინანსების მოდელია გადასაწყვეტი.
"ჯერ მოსაფიქრებელი და გადასაწყვეტია, ვინ იქნება, ვინ დააფინანსებს პროექტს. იცით, რომ შესაძლოა, სახელმწიფომაც დააფინანსოს ეს პროექტი. დაველოდოთ ამ ეტაპის დასრულებას და შემდეგ, ყველა ნაბიჯი ამ პროექტისა იქნება განვითარებული, მათ შორის დაპროექტება, საუბარი ადგილობრივ მოსახლეობასთან, გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხები. ადრეა ამაზე საუბარი, ჯერჯერობით არსებულ ინვესტორს ვესაუბრებით", - აღნიშნა მან.
თავის მხრივ, ინდური კომპანიის წარმომადგენლის - "ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას" ტექნიკური დირექტორის დავით მირცხულავას ინფორმაციით, ინვესტორმა თავად გადაწყვიტა პროექტიდან გასვლა.
შეგახსენებთ, რომ Trans Electrica BVI-სა დ Trans Electrica Georgia-სთან სთან საქართველოს მთავრობამ ხუდონის 702-მეგავატიანი ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით პირველი მემორანდუმი 2011 წელს გააფორმა. მას შემდეგ დოკუმენტში არაერთი ცვლილება შევიდა. 2015 წელს განახლებული მემორანდუმის მიხედვით, სახელმწიფო ელექტროსადგურის აშენების შემდეგ იღებდა ვალდებულებას, რომ აშენებიდან 15 წლის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ტარიფად შეეძინა გამომუშავებული ელექტროენერგია. კერძოდ, PPA ხელშეკრულებაში ჩაიდო, რომ პირველი 8 წლის განმავლობაში "ხუდონის" გამომუშავებული ელექტროენერგიის გარანტირებული ტარიფი კილოვატზე 10.5 აშშ ცენტი იქნებოდა.
"ხუდონჰესი" ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული პროექტია, მისი საინვესტიციო ღირებულება $1 მილიარდს შეადგენს.
ცნობისთვის: ეკონომიკის სამინისტრომ, ელექტროენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ დოკუმენტში, ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში, რომელიც ყოველწლიურად განახლებადი დოკუმენტია, „ხუდონჰესი“ ისევ გაითვალისწინა. ამჯერად სამინისტრო ვარაუდობს, რომ 2026 წელს ქართული ენერგოსისტემა „ხუდონჰესის“ მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას მიიღებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?