03.თებერვალი .2020 13:00

"ხვალ გავიგებთ, ინფექციურში მყოფ 3 პაციენტს აქვს თუ არა კორონავირუსი" - ეკატერინე ტიკარაძე

views 282
უკან

"ხვალ მივიღებთ პასუხს გერმანიიდან, ინფექციურში მყოფ 3 პაციენტს აქვს თუ არა კორონავირუსი",  - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ტიკარაძე ირწმუნება, რომ კორონავირუსის აღმოჩენის შემთხვევაში, საქართველოს აქვს რესურსი, მას გაუმკლავდეს.

„კორონავირუსთან დაკავშირებით უკვე კვირაზე მეტია ტარდება ღონისძიებები ჩვენს სასაზღვრო ზონებზე, სადაც შემოწმებულია ყველა ის მოქალაქე, რომელზეც შეიძლება მიტანილი იყოს ეჭვი, რომ ის შეიძლება ყოფილიყო პოტენციურად კორონავირუსის მატარებელი. ამ პრევენციულმა ღონისძიებებმა გამოიწვია ის ფაქტი, რომ საქართველო დღესაც იმყოფება მწვანე ზონაში. ჩვენ გვყავს მხოლოდ 3 პაციენტი, რომელიც მკურნალობას გადის ინფექციურ საავადმყოფოში. მათაც ამ ეტაპამდე კორონავირუსი არ უდასტურდებათ, ხვალ ველოდებით პასუხს გერმანიიდან და გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის, უდასტურდებათ თუ არა მათ ადამიანს კორონავირუსი. ამ ეტაპისთვის მათ დადასტურებული კორონავირუსი არ აქვთ, თუმცა ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ არსებობის შემთხვევაში, გავუმკლავდეთ კორონავირუსს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა