მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყალბი დღგ-ის" საქმის გამოძიების შედეგად ბიუჯეტში 25 მლნ დაბრუნდა - საგამოძიებო სამსახური

608320c605106
თელარა გელანტია
24.04.21 12:05
885
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2017-2020 წლებში 250 კომპანიის მიერ, დაახლოებით, 194 მილიონის ოდენობის ყალბი აქტივი შეიქმნა, საიდანაც 127 მილიონი ლარი მიმდინარე საგადასახადო დავალიანების დასაფარად იქნა გამოყენებული.

როგორც bm.ge-ის მიერ საგამოძიებო სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, ამ პერიოდისთვის, 127 მლნ ლარიდან ბიუჯეტის სასარგებლოდ მობილიზებული თანხა, დაახლოებით, 25 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, თუმცა როგორც უწყების მიერ გამოგზავნილ წერილობით პასუხშია აღნიშნული, გამოძიების პროცესში, კომპანიებში დანიშნული საგადასახადო შემოწმებების შედეგად, მეწარმეებს ასეულობით მილიონი ლარის ოდენობით თანხა დაერიცხათ.

„ამასთან, დაყადაღებულ იქნა კომპანიებისა და ბრალდებულების სახელზე რიცხული ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების უძრავი ქონება და საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხა. აღსანიშნავია, რომ დამნაშავე კომპანიების საქმიანობის სფერო იყო სხვადასხვა, საწვავის იმპორტი-რეალიზაცია, კვების პროდუქტების იმპორტი-რეალიზაცია, მომსახურების სფერო და სხვა“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციითვე, ყალბი აქტივის შექმნის ფაქტებთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნა 60 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში განხორციელდა და აღნიშნულ საქმეებში 250-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა.