მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყაზახი ტურისტები მაღალმხარჯველუნარიანები არიან, ეს პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ" - კვახაძე

628e42109c16f
სალომე მეცხვარიშვილი
27.05.22 10:15
1276
"ყაზახი ტურისტები აქტიური და მაღალმხარჯველუნარიანები არიან, ეს პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ", - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის კვლევების სამსახურის უფროსი ირინა კვახაძე აცხადებს. კვლევითმა ორგანიზაციამ საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ კვლევა მოამზადა, სადაც ვაჭრობის, ტურიზმისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით ქვეყნებს შორის ტენდენციებზეა საუბარი.

კვლევის ავტორი ამბობს, რომ საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური ურთიერთობა მზარდი დინამიკით ხასიათდება, თუმცა რამდენიმე კონკრეტულ დარგში დიდი პოტენციალი არსებობს. ირინა კვახაძე განსაკუთრებით ტურიზმს გამოყოფს.

"მნიშვენელოვანი გარემობაა, რომ ყაზახი ტურისტი არის ეკონომიკურად აქტიური, მაღალმხარჯველობითი, ისინი ევროპელ ტურისტებს უტოლდებიან ხარჯვის ნაწილში, ასევე საქართველოში დარჩენის ხანგრძლივობით. არის პოტენციალი, რომ უფრო გავააქტიუროთ მათი მოზიდვა, გამოვიყენოთ ეს ტემპი.

ასევე თუ FDI-ს (პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს) შევხედავთ, ვნახავთ, რომ ცენტრალურ აზიაში ყაზახეთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოსთვის. დინამიკაში ჩანს, რომ ყაზახური ინვესტიციციები გარკვეული ცვალებადობით ხასიათდება 2012 წლიდან დღემდე, ამიტომ საინტერესოა დავაკვირდეთ - თუ სხვა წლებში იყო აქტიურობა ინვესტიციების მიმართულებით, რა არის გასაკეთებელი ახლა, რომ განახლდეს ეს აქტიურობა?” - აცხადებს ირინა კვახაძე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს საქართველოში ყაზახეთიდან 103 ათასი საერთაშორისო მოგაურების ვიზიტი ფიქსირდებოდა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 14 ატასამდე შემცირდა, 2021 წელს კი 67 ათასი ვიზიტი ფიქსირდებოდა. მიმდინარე წლის აპრილში 6 032 ვიზიტი დაფიქსირდა ყაზახეთიდან, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარები 268%-იანი ზრდაა.