აბრეშუმის შარფების მწარმოებელი ქართული კომპანია Muline სარეალიზაციო სივრცის მოწყობაზე მუშაობს. ბრენდის სამომავლო გეგმებზე BM.GE-სთან მისი დამფუძნებელი მაკო იმედაშვილი საუბრობს.
„ბრენდი დაახლოებით ერთი წლის წინ დავაარსეთ. ჩვენი მთავარი ნიშა ქართულ ტრადიციულ მოტივებზე შექმნილი აბრეშუმის ყელსახვევები და მაგიდის სუფრებია. ამ დროისთვის 40-მდე საკუთარი დიზაინი გვაქვს ნაწარმოები, თუმცა ასევე ვმუშაობთ პერსონალურ და კორპორაციულ შეკვეთებზეც.
ამ ეტაპზე შარფების რეალიზება მხოლოდ ონლაინ ხდება. უახლოეს მომავალში გვინდა, რომელიმე მოლში საკუთარი სტენდი ან მაღაზია გვქონდეს და ამ მიმართულებით უკვე ვმუშაობთ“, - ამბობს მაკო იმედაშვილი.
დამფუძნებლის ცნობით, Muline 2023 წლისთვის ექსპორტის გაზრდასაც გეგმავს, რადგან ქართული თემატიკის შარფებზე უცხოელებისგან მაღალი მოთხოვნაა.
„ჩვენი ყელსახვევები საზღვარგარეთ უკვე გავიტანეთ რამდენჯერმე, შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუ-იორკში ქართულ მაღაზიაში შეგვაქვს, ასევე საფრანგეთშიც. თუმცა ამ მიმართულების გაფართოებაზე ვმუშაობთ და გვინდა, ექსპორტი უფრო გავზარდოთ“, - ამბობს მაკო იმედაშვილი.
რაც შეეხება წარმადობას, დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ბრენდი მის გაზრდას საგრანტო კონკურსებში მონაწილეობით გეგმავს.
„ამ ეტაპზე შარფების წარმოებაზე 4-5 ადამიანი მუშაობს. გააჩნია პერიოდს, თუმცა მაღალი მოთხოვნის შესაბამისად თვეში 5000-მდე ყელსახვევის წარმოებაც შეგვიძლია, საშუალოდ კი ყოველთვიურად 500-1000 ცალს ვქმნით. ვაპირებთ, რომ უფრო მძლავრი აპარატი შევიძინოთ, რომელიც წარმადობის გაზრდაში დაგვეხმარება. ამისთვის ინვესტიციას, ვფიქრობ, საგრანტო კონკურსით მოვიპოვებთ“, - განმარტავს მაკო იმედაშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს