19.იანვარი .2020 16:17

"ყოფილი „მიონის“ ქარხნის შენობაში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა"

views 541
უკან

ყოფილი „მიონის“ ქარხნის შენობაში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა,- ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიაწოდეს.

უწყების ცნობით, ხანძარი ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობაში უკვე ლიკვიდირებულია. შენობაში არაერთი საოფისე ფართია, თუმცა, უწყებაში ამბობენ, რომ ცეცხლი ერთ კონკრეტულ ოთახს გაუჩნდა და დიდი ფართობი დამწვარი არ არის. ადგილზე 7-მა სახანძრო სამაშველო ჯგუფმა იმუშავა.