მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყოველთვის ვიდექით ბიზნესის გვერდით და ასე გაგრძელდება მომავალშიც" - კახა კალაძე

6177dec44cea0
ინგა მურუსიძე
26.10.21 15:10
774
დღეს, კომპანია „რედიქსმა“ თბილისში საერთაშორისო ბრენდის ახალ სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისს“ გახსნა. ინვესტიციიის ჯამური მოცულობა 40 მლნ დოლარია. პირველ ეტაპზე სასტუმროში, დაახლოებით, 80-მდე ადამიანი დასაქმდება.

სასტუმროს გახსნას თბილისის მერი კახა კალაძეც ესწრებოდა, რომელმაც ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილს და მის გუნდს მადლობა გადაუხადა.

"როგორც ქალაქის მერს, ძალიან მიხარია, რომ დედქალაქში სასტუმროს მნიშვნელოვანი ბრენდი შემოვიდა და ეს კონკრეტული სივრცე ძალიან ამშვენებს ჭავჭავაძის გამზირს. პროექტი ორი მხრივ არის მნიშვნელოვანი, ერთი ის, რომ მსოფლიო ბრენდია, და მეორე ის, რომ 100-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

დედაქალაქის მხრიდან ყოველთვის იყო, არის და იქნება ბიზნეს-სექტორის მიმართ მხარდაჭერა, რომ მსგავსი საინტერესო პროექტები განხორციელდეს. დღეს ჩვენს ქალაქს ყველაზე მეტად სჭირდება აღმშენებლობა, განვითარება, მშვიდობა და სტაბილურობა. ყოველთვის ვიდექით ბიზნესის გვერდით და ასე გაგრძელდება მომავალშიც“, - განაცხადა კალაძემ.