“ლელოს” ჯანდაცვის ჯგუფი მხარს უჭერს სამედიცინო ასოციაციების ინიციატივას კლინიკებისა და სამინისტროს დონეზე კლინიკური ეთიკის კომიტეტების შექმნასთან დაკავშირებით.
როგორც “ლელოს” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და პარტიის ჯანდაცვის ჯგუფის წევრი, ლევან კობერიძე აცხადებს, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ჯანდაცვის მიმართულებით იქნება მიღებული, აუცილებელია შეთანხმებული იყოს დარგში მომუშავეებთან და სპეციალისტებთან.
“მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის მიმართულებით გადაწყვეტილების მიღება დარგში სიტუაციის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ხდებოდეს არა ისე, როგორც დღეს ხდება - ვიწრო პოლიტიკურ პარტიული დღის წესრიგიდან გამომდინარე, არამედ რეალურად რაც სჭირდება ჯანდაცვის სისტემას. მნიშვნელოვანია, პოლიტიკოსებმა მოვისმინოთ სამედიცინო პერსონალის მოსაზრებები, თუ რა სჭირდება დარგს განვითარებისათვის. სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების პოზიცია მისაღებია, “ლელოსთვის” რომელსაც გათვალისწინებული გვაქვს დაახლოებით იგივე ნაბიჯი პარტიის მარშალის გეგმაში. ჩვენ ვხედავთ, რომ დარგი ითხოვს ცვლილებებს, რაც აუცილებელია ჯანდაცვის სექტორში ბევრი საკითხის დასარეგულირებლად. ხელი უნდა შეუწყოთ მოსახლეობისათვის ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისის მიწოდებას,” - განაცხადა კობერიძემ.
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების 2020 წლის 24 ოქტომბრის ყრილობის რეზოლუცია
მოკლევადიან პერსპექტივაში ითვალისწინებს:
ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმას, რითაც უნდა გაიმიჯნოს სამედიცინო შეცდომა სამედიცინო დანაშაულისგან.
კერძოდ, ყველა კლინიკის და ჯანდაცვის სამინისტროს დონეზე უნდა შეიქმნას კლინიკური ეთიკის კომიტეტები შესაბამისი დარგობრივი ასოციაციების მონაწილეობით და განისაზღვროს ამ კომიტეტების რეგლამენტი. ნებისმიერი სამედიცინო შემთხვევის შეფასება და შემდგომი საქმის აღძვრა ან ექიმის პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს მხოლოდ ამ კომიტეტებზე საქმის განხილვის შემდეგ.
რეზოლუციის გრძელვადიანი პერსპექტივა ითვალისწინებს:
სავალდებულოდ უნდა გატარდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რაც გახდება საფუძველი, რომ გაძლიერდეს დარგობრივი ასოციაციების როლი და იმგვარი ფუნქციები მიენიჭოს მათ, რასაც პროფესიული ასოციაციები ასრულებენ სხვა განვითარებულ ქვეყნებში. ამ მიზნით, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება გამოთქვამს მზადყოფნას, შესთავაზოს მთავრობას და პარლამენტს, რათა გააქტიურდეს ურთიერთთანამშრომლობა და შეიქმნას რამდენიმე მიმართულებით თემატური ჯგუფები, როგორიცაა: მედიცინის მუშაკებისა და პაციენტების უსაფრთხოების და უფლებების დაცვა; სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი და უწყვეტი პროფესიული განათლება.
სამედიცინო პერსონალს ღირსეული ხელფასი უნდა ჰქონდეს! სამედიცინო პერსონალის მინიმალური ხელფასი გათვალისწინებული იყოს ისევე, როგორც ეს ხდება ოჯახის ექიმის გუნდის ხელფასის შემთხვევაში, რაც პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაშია ასახული.
უნდა მოხდეს ახალგაზრდა ექიმებისა და რეზიდენტებისთვის სპეციალური მხარდამჭერი პროგრამების შექმნა, რათა სამედიცინო რესურსები იყოს მუდმივად და ხარისხიანად განახლებადი.
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ