04.მაისი .2020 12:08

"ყველა კითხვას გაეცით პასუხი" - გახარიას დავალება მინისტრებს

views 406
უკან

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მინისტრთა კაბინეტის წევრებს მოუწოდა, ნებისმიერი ადამიანის მიერ დასმულ ყველა კითხვას ღია და გამჭვირვალე პასუხი გასცენ.

მისივე თქმით, შესაძლოა გაჩნდეს კითხვები, ამა თუ იმ კომპანიას რატომ მიეცა მუშაობის განახლების საშუალება, რატომ იქნა მიღებული მკაცრი ზომები და ა.შ.

„მინდა თითოეულ თქვენგანს მოგიწოდოთ, საზოგადოების ნებისმიერ კითხვას, როგორც საგანგებო მდგომარეობის დროს მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ისე შეიძლება საუბარი იყოს სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე, მათ შორის იმაზე, თუ რომელიმე კომპანიას რატომ მიეცა ნებართვა და ა.შ. რატომ მივიღეთ მკაცრი შეზღუდვები?.. მოგიწოდებთ თითოეულ თქვეგანს, თითეულ შეკითხვას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, ღიად და ტრანსფარენტულად გავცეთ პასუხი. ჩვენი წარმატების გასაღები არის პირველ რიგში ეპიდემილოგიური მდგომარეობის დაძლევა, ეკონომიკის ეფექტური აღდგენა, ასევე უნდა დავიცვათ საჯაროობის მაღალი პრინციპი, რომლითაც ვხელმძღვანელობთ ამ დრომდე“, - განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა