მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველა ნაბიჯი უნდა გავთვალოთ სწორად" - თურნავა საპენსიო შენატანის შეჩერებას არ ეთანხმება

5e6f5349b21c0
ინგა მურუსიძე
16.03.20 14:46
1009
კორონავირუსის პრობლემა ჩაივლის, ჩვენ ამას მოვერევით და დღეს ისეთი გადაწყვეტილებები არ უნდა მივიღოთ, რომელიც მომავალში გაგვირთულებს ეფექტური ფუნქციონირების რეჟიმში დაბრუნებას, მაგალითად, ჩამოშლის საპენსიო რეფორმას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

ის გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას, რომლითაც პარტია გამოვიდა, რომ სავალდებული საპენსიო შენატანი 8 თვით შეჩერდეს. 

„სრულიად საზოგადოება კონსოლიდირებულია აღნიშნული გამოწვევის წინაშე და ეს კარგია. ამ ფონზე, ალბათ ბევრი ახალი ინიციატივის მომსწრე ვიქნებით, რაც წამოვა პოლიტიკური ჯგუფებისგან, მაგრამ ერთი რამეც უნდა ვიცოდეთ, ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ თავიანთ განცხადებებზე, ხოლო ჩვენი, ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს გათვლილი, რადგან ჩვენ არ ვიცით, რა დროს წაიღებს ამ პრობლემის გადალახვა. ადრე თუ გვიან გადავლახავთ, თუმცა ზუსტი სურათი არ გვაქვს.

აქედან გამომდინარე, ყველა ნაბიჯი უნდა გავთვალოთ სწორად. კორონავირუსის პრობლემა ადრე თუ გვიან ჩაივლის, ჩვენ ამას მოვერევით, მაგრამ არ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც მომავალში გაგვირთულებს ნორმალური ფუნქციონირებისკენ დაბრუნებას, მაგალითად ჩამოშლის საპენსიო რეფორმას. კორონავირუსი ადრე თუ გვიან დასრულდება, ხოლო პენსია და პენსიონერების პრობლემები არის მუდმივი. პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ განცხადებებს“, - განაცხადა თურნავამ.