25.მარტი .2020 13:00

"ყველა ქვეყანასთან მიმდინარეობს მუშაობა, რომ ჩარტერული რეისები დაინიშნოს"

views 204
უკან

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ირწმუნება, რომ ყველა ქვეყანასთან მიმდინარეობს ინდივიდუალური მუშაობა, რომ საქართველოს მოქალაქეების გადმოსაყვანად ჩარტერული რეისების დანიშვნა მოხდეს.

მედია დაინტერესდა, იგეგმება თუ არა რეისების დანიშვნა ესპანეთიდან და იტალიიდან, რაზეც მინისტრმა განმარტა:

„ჩვენ ვმუშაობთ ავიკომპანიასთან შემდეგი დღეების გრაფიკზე. შესაძლებლობის ფარგლებში თითოეულ ქვეყანასთან არის სამუშაო ჩასატარებელი, რომ მოხდეს დაორგანიზება ჩარტერული რეისის. შემდგომ განრიგს უახლოეს დღეებში ვაცნობებთ საზოგადოებას. თუ გადატვირთული ხაზების გამო რომელიმე საელჩო ვერ ახერხებს პასუხის გაცემას მოქალაქეებისთვის, დარეკეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზზე, რომელიც 24 საათი მუშაობს“, - განაცხადა ზალკალიანმა.