მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველა სფეროს საწარმო აქტიურობს" - ნათია თურნავას პასუხი BMG-ს

5e8af046d4d95
ინგა მურუსიძე
06.04.20 13:15
816
"ყველა სფეროს საწარმო აქტიურობს, ძალიან აქტიურობს სამშენებლო სექტორი და საშენ მასალათა სექტორი" - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ BMG-ის კითხვას, რომელიც მუშაობის განახლება-გაგრძელებასთან დაკავშირებით კომპანიების ინტერესს და შესაბამისად, აპლიკაციების შევასებას შეეხებოდა. 

„ყველა სფეროს საწარმო აქტიურობს, ძალიან აქტიურობს სამშენებლო სექტორი და საშენ მასალათა სექტორი, იმიტომ რომ ძალიან მასშტაბური მშენებლობები მიმდინარეობდა საქართველოში ბოლო დრომდე. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე გაგრძელდება კიდევაც. რამდენიმე ასეული აპლიკაციაა უკვე შევსებული, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ჩვენი სამინისტრო და ჩვენი სხვა კოლეგებიც.

აპლიკაციები საკმაოდ მოცულობითი ანალიზის შესაძლებლობას გვაძლევს, იმიტომ რომ იქ გარკვეული ინფორმაციაა მოთხოვნილი კომპანიების შესახებ, ვაანალიზებთ ამას ჯერ ჩვენს უწყებებში, მაგრამ პარალელურად ვსვამთ შემოწმების გეგმებში. შემოწმებისთვის ყველა ინსპექტორატი არის მობილიზებული, ყველა ჩვენი შემოწმების რესურსი არის ამისთვის მომართული. დღეში სულ მცირე 50 ბიზნესის გადამოწმებას ვგეგმავთ. მიზანი არის არა ვინმეს დასჯა, არამედ ახალი კულტურის დანერგვა ბიზნესში, რომ რაც შეიძლება მალე ამოქმედდნენ, მაგრამ აბსოლუტურად სხვა, უსაფრთხო რეჟიმში“, - განაცხადა თურნავამ.