მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველა სიცხიანი ადამიანი გაიტესტება როგორც გრიპზე, ისე კოვიდზე" - გამყრელიძე

5f76e5c2de6a6
BM.GE
02.10.20 12:32
1131
ყველა სიცხიანი ადამიანი გაიტესტება როგორც გრიპზე, ისე კოვიდზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ეპიდსიტუაციის გართულებასთან დაკავშირებით მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ტესტირებების პროტოკოლი შეიცვლება, მათ შორის გაიზრდება მედიკოსების რაოდენობა, ვისაც ტესტი ჩაუტარდება. 

„საჭიროა ვირუსების სწრაფი მართვა. გავაორმაგებთ და გავასამმაგებთ ანტიგენზე დამყარებული ტესტების რაოდენობას, რათა ყველა სიცხიანი ადამიანი გრიპის სეზონის დროს გაიტესტოს ორივე ინფექციაზე- როგორც კოვიდზე, ისე გრიპზე“, - ამბობს გამყრელიძე.