10.სექტემბერი .2020 22:55

"ყველა თანამშრომლის პასუხი კოვიდზე უარყოფითია" – რესტორანი "რესპუბლიკა" მუშაობას 5 დღეში განაახლებს

views 514
უკან

15 სექტემბრიდან, რესტორანი "რესპუბლიკა" ჩვეულ რეჟიმში, უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვით განაგრძობს ოპერირებას. ამის შესახებ ინფორმაციას რესტორანი ავრცელებს. ცნობისთვის, "რესპუბლიკას" მუშაობის შეფერხების მიზეზი ერთ-ერთი თანამშრომლის კორონავირუსით დაინფიცირება გახდა. 

"ჩვენი თანამშრომელი, რომელსაც ვირუსი დაუდგინდა, თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას კლინიკაში აგრძელებს. მას ვირუსის სიმპტომები 6 სექტემბერს, არასამუშაო დროს გამოუვლინდა, რის შედეგადაც ცხელების ცენტრში სწრაფადვე გადაიყვანეს.

რესტორანი დაიხურა იმავე დღეს და სრული დეზინფექციის პარალელურად, აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს PCR ტესტირება ჩაუტარდა. ყველა პასუხი უარყოფითია", – წერია რესტორნის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა