14.მაისი .2020 12:50

"ყველა წინაპირობა გვაქვს, ვიყოთ პირველი ქვეყანა, რომელიც ყველა უსაფრთხო კოროდორის მონაწილე იქნება"

views 187
უკან

საქართველოს ყველა წინაპირობა გააჩნია, რომ იყოს პირველი ქვეყანა, ვინც ყველა უსაფრთხო კოროდორის მონაწილე იქნება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„საქართველოს ყველა წინაპირობა გააჩნია, რომ ვიყოთ პირველი ქვეყანა, ვინც ყველა უსაფრთხო კოროდორში მონაწილე იქნება, რადგან ჩვენ დავაგროვეთ ძალიან დიდი გამოცდილება სამედიცინო გაიდლაინების და წესების დაცვის ისე, რომ სიტუაცია სანიმუშოდ ვმართეთ. ჩვენ გვაქვს ძალიან დივერსიფიცირებული ტურისტული პროდუქტი, ანუ იგივე ღია ცის ქვეშ არსებული საინტერესო ლოკაცია, სადაც უსაფრთხოდ ჩამოვა უცხოელი ტურისტი და ჩვენ საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებთ ტურისტული სეზონის გახსნას“, - განაცხადა თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა