მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველაფერი გაიხსნა, ბავშვთა გასართობი ცენტრების გარდა" - დღეს აქციაა დაგეგმილი

604df73faa3e3
თათია კაკიაშვილი
15.03.21 09:00
924

დღეს, 11:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან ბავშვთა გასართობი ცენტრების ასოციაცია აქციას მართავს. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მთიულიშვილმა BM.ge-ს განუცხადა, მთავრობა ბავშვთა გასართობ ცენტრებს მუშაობის უფლებას არ აძლევს.

„ბავშვთა გასართობ ცენტრებს უარი გვეთქვა ფუნქციონირების აღდგენაზე, თუმცა დღემდე ვერ ვხვდებით, რა არის ამ უარის მიზეზი. ბატონი ბექა ფერაძე უამრავჯერ დაგვპირდა, რომ შეგვხვდებოდა, თუმცა ამ დრომდე ჩვენ შორის კომუნიკაცია არ შემდგარა. არადა ძალიან საჭიროა ეს შეხვედრა, რათა დეტალურად გავისაუბროთ, შეზღუდვების და რეგულაციების გათვალისწინებით, როგორ უნდა აღვადგინოთ მუშაობა. ახლა მეორე პრობლემა ისაა, რომ როგორც კი დაანონსდა დახურული სივრცეების გახსნა, მეიჯარეები უკვე ითხოვენ ჩვენგან გადასახადების გადახდას, მათაც არ ესმით, რომ ჩვენ მუშაობა არ აღგვიდგენია“, - განაცხადა გიორგი მთიულიშვილმა.

მისივე თქმით, სექტორისთვის გაურკვეველია, რატომ არიდებს შეხვედრას თავს ბექა ფერაძე, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების  დეპარტამენტის უფროსია.

„მთელი პრობლემა ისაა, რომ არავინ გვეუბნება, რატომ არ გვხსნიან. საშინელ მდგომარეობაში ვართ, ყველაფერი გაიხსნა, ჩვენი სექტორის გარდა“ , - განაცხადა მთიულიშვილმა.