18.სექტემბერი .2020 13:20

"ყველაფერი კარგად არ არის, მაგრამ ეკონომიკის გაჯანსაღების ნიშნები სახეზეა"

views 186
უკან

ყველაფერი კარგად არ არის, მაგრამ ჩვენთან ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი ნიშნები სახეზეა, - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომელიც ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით დაიბარა.

„საქართველო არ არის იზოლაციაში, საქართველო არის რეგიონის წევრი ქვეყანა და გლობალური ეკონომიკის ნაწილი. პანდემია და გლობალური ეკონომიკური კრიზისი ურტყამს საქართველოსაც, თუმცა აქაც, პირდაპირ კავშირშია ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღების პერსპექტივა იმ ნაბიჯებთან, რომელიც ჩვენ გადავდგით პანდემიასთან ბრძოლაში. მყირისიერად მიღებულმა პრევენციულმა ზომებმა, საშუალება მოგვცა, რომ გაცილებით უკეთ ვართ დღეს მომზადებული პანდემიასთან შემდგომი ბრძოლის და თანაცხოვრებისთვის.

ჩვენს ეკონომიკას საკმაოდ მძიმე გამოწვევები აქვს, თუმცა რეგიონში ერთ-ერთი პირველია, სადაც გაჩნდა ეკონომიკის აღდგენის და გაჯანსაღების ნიშნები. ყველაფერი კარგად არ არის, დიდი პრობლემა გვიდგას, მაგრამ ჩვენთან პირველი გაჯანსაღების ნიშნები სახეზეა. ეს უნდა დავინახოთ და მეტად გავძლიერდეთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა