მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი" – რატომ დატოვა ვალერი ჩეხერიამ "აჭარა ჯგუფი"?

61ed2d008b166
სალომე მეცხვარიშვილი
23.01.22 14:23
4749
უკვე თითქმის ერთი წელია, რაც ვალერი ჩეხერიამ “აჭარა ჯგუფი“ და ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ამ მოვლენიდან რამდენიმე თვეში, 2021 წლის მაისში, ჩეხერია საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას კონსულტანტად დაინიშნა.

ამჟამად ჩეხერია “აჭარა ჯგუფის” ყოფილ მმართველ დირექტორთან, ლევან ბერულავასთან ერთად, საკონსულტაციო კომპანია Hospitality Projects–ს ფლობს, რომელიც მსოფლიოში სხვადასხვა კომპანიას სწორედ სტუმარ–მასპინძლობისა და აგრარული მიმართულებებით ეხმარება.

ვალერი ჩეხერიამ “აჭარა ჯგუფიდან” წამოსვლისა და მისი მომდევნო საქმიანობის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.

“ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და რათქმაუნდა, არის მიზეზი, რატომაც დასრულდა(თემურ უგულავასთან თანამშრომლობა). 10 წლის შემდეგ ჩემი და თემურის შეხედულებები რაღაც ნაწილში განსხვავებული გახდა და მე გადავწყვიტე, რომ დამეტოვებინა კომპანია და წამოვსულიყავი და დამეწყო რაღაც ახალი…

ახლა ვაკეთებ ძალიან საინტერესო საქმეს. რაც წავედი საქართველოდან მეც და ლევანმაც(ბერულავა) გავაკეთეთ საკონსულტაციო კომპანია, რომელსაც Hospitality Projects ჰქვია და რომელიც სტუმარ–მასპინძლობისა და სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობს. ვმუშაობთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით: პირველი პროექტი დავიწყეთ ნიუ–იორკში, ასევე გვაქვს იტალიაში, რომში.

ამის პარალელურად ამ პერიოდის განმავლობაში მოლაპარაკებას ვაწარმოებდი სტუმარ–მასპინძლობის სექტორში ჩემთვის ერთ–ერთ უსაყვარლეს ჯგუფთან – Slow Group, მათთან გავაფორმე კონტრაქტი და ამერიკის Slow ჯგუფის CEO - აღმასრულებელი დირექტორი გავხდი”,– აცხადებს ვალერი ჩეხერია.