24.მარტი .2020 14:20

"ყველამ თავის საქმეს მიხედოს, ყველაფერი შესწავლილია" - პაატა იმნაძე

views 679
უკან

ყველამ თავის საქმეს მიხედოს, ყველაფერი შესწავლილია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი იმ კლასტერთან კავშირში მყოფი, რომელიც ერთ-ერთ სასტუმროში სამგლოვიარო პროცესის დროს დაინფიცირდა. მედია დაინტერესდა, არის თუ არა შესწავლილი ბოლომდე აღნიშნულ კლასტერთან დაკავშირებული კავშირები.

„აუ, ყველამ თავის საქმეს მიხედოს რა. შესწავლილია ყველაფერი. ჩვენთვის სულ ერთია კლასტერი რესტორანში იქნებოდა, ოჯახში თუ ქელეხში. ყველაფერს ვსწავლობთ“, - განაცხადა იმნაძემ.