მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველამ ვიცოდით ე.წ. ჩაშკას აფთიაქი" - რა რისკებს ხედავს დეპუტატი წამლების ფასის რეგულირებაში

5e08802b646db
ინგა მურუსიძე
29.12.19 16:30
1769
„ევროპული საქართველოს“ წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, ფარმაცევტული კომპანიებისთვის მოგების მარჟის დარეგულირება „შავ ბაზარს“ გააჩენს. 

ამის შესახებ დეპუტატმა გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, შესაძლოა, ფარმაცევტულ კომპანიებს მოგების მარჟა დაურეგულირდეთ, რადგან ასეა ევროპის ქვეყნებში.

„ბოლო 6 წლის განმავლობაში თითქმის 60%-ით არის მომატებული ფასები მედიკამენტების ფასები. მოსახლეობისთვის ყველაზე მეტი პრობლემა არის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა და გამოსავალი, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი გვთავაზობს, გაართულებს წამლებზე ხელმისაწვდომობას. ამ ფორმით თუ შევა სახელმწიფო მედიკამენტების ფასის რეგულირებაში, მაშინ აუცილებლად წარმოიშობა ფარმაცევტულ ბაზარზე ისეთი წამლების დეფიციტი, რომელიც ბუნებრივად გააჩენს შავ ბაზარს. ძალიან ბევრ ადამიანს გვახსოვს ე.წ. ჩაშკას აფთიაქი. როცა ჩვეულებრივ აფთიაქში არ იშოვებოდა წამალი და გაცილებით უფრო ძვირად იყიდებოდა შავ ბაზარზე. ჯანდაცვის მინისტრის ამ ტიპის რეფორმა სწორედ აქ მიგვიყვანს და ეს კიდევ უფრო გაურთულებს ჩვენს მოქალაქეებს წამლებზე ხელმისავწდომობას“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

დეპუტატი სიტუაციიდან გამოსავლად მიიჩნევს იმას, რომ შედგეს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო წამლების ნუსხა, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართავენ.