ყველას მოუწევს კომპრომისი,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გადაცემა Forbes Talks-ში სტუმრობისას მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმა ნარჩენების მართვის მიმართულებით და თანამედროვე მიდგომა, რომელიც ეკონომიკის ახალ მიმართულებებს აამუშავებს. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ნიშნავს, რომ ბიზნესი საკუთარ წარმოქმნილ ნარჩენზე თავად ხდება პასუხისმგებელი და ვალდებულია თავად იზრუნოს ნარჩენების მართვაზე, რომელიც წარმოქმნილია მის მიერ წარმოებული პროდუქციიდან(მაგ. შესაფუთი ნარჩენები, პლასტიკის ბოთლები, მეორადი საბურავები და ა.შ.). ბიზნესი ვალდებულია, ეს ნარჩენები განცალკევებულად თავად შეაგროვოს და გადაამუშაოს. აღნიშნული ვალდებულება ეკისრება ბიზნესის სპეციფიკურ ნარჩენებს და 6 მიმართულებას, რომლებსაც მიეკუთვნება: ნარჩენი შესაფუთი მასალა (პლასტმასი, ქაღალდი/მუყაო, ხე, ლითონი, მინა), ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები, ხმარებიდან ამოღებული საბურავები, ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები, გამოყენებული ზეთები, ბატარეები და აკუმულატორები.
მინისტრი გადაცემის წამყვან გიორგი ისაკაძესთან საუბრისას აცხადებს, რომ 6 მიმართულებიდან 4 მათგანზე მიღებულია კანონქვემდებარე აქტები, სადაც კონკრეტულად განსაზღვრულია ყველა მხარის უფლებამოსილებები, დანარჩენ ორ მიმართულებაზე, მათ შორის შესაფუთ ნარჩენებზე, მუშაობა მიმდინარეობს. ლევან დავითაშვილის თქმით, პროცესში ჩართულია მუნიციპალიტეტიც, თუმცა, კომპრომისების გარეშე დოკუმენტი ვერ ჩამოყალიბდება.
“მესმის, რომ მაღალ გარემოსდაცვით სტანდარტებს თავისი ფასი შეიძლება ჰქონდეს და აქვს კიდეც მთელს მსოფლიოში. მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებაში - 4 რეგლამენტი უკვე დავამტკიცეთ და 2 არის პროცესში. კანონქვემდებარე აქტები დამტკიცებამდე გავლილი გვქონდა ფაქტობრივად ყველა პროფილურ ასოციციასთან. ეს ორი რეგლამენტიც იმიტომ არის პროცესში, რომ მიდის საბოლოო დეტალების დაზუსტება, მათ შორის მუნიციპალიტეტები არინ ჩართულები, იმისთვის რომ დაბალანსდეს პოზიციები.
არ მინდა მივიღოთ დოკუმენტი, რომელიც ყველას ინტერესს არ გამოხატავს. ყველას მოუწევს კომპრომისი. კონსესუსამდე მისვლა შეიძლება და ეს ასეც უნდა იყოს.
რეფორმა ბადებს ეკონომიკის ახალი მიმართულებისთვის დიდ პოტენციალს, რადგან ის ნარჩენი, რომელიც წარმოიქმნება, შეიძლება იყოს ნედლეულის, გადამუშავების ახალი წყარო. შეიძლება ახალი სექტორები და ქვესექტორები გაჩნდეს ეკონომიკაში”,- აცხადებს მინისტრი.
მისი თქმით, ამის ნიშნები უკვე არის, რამდენადაც სამინისტროში არაერთი მოთხოვნაა, გარემოსდაცვით ნებართვაზე სწორედ ამ მიმართულებებში.
“სამინისტროში არაერთ ნებართვაზეა მოთხოვნა, იგივე ნარჩენი ზეთების გადამუშავებაზე, საბურავების აღდგენაზე, ელექტროტექნიკის ნარჩენების აღდგენაზე - არა ერთეული, არამედ ათეული საწარმოების ამოქმედებაზე, უკვე გაცემულია გარემოსდაცვითი ნებართვები.
ეს ნიშნავს, რომ ეს საწარმოები უკვე შექმნის პროცესშია, ინვესტიციები განხორცეილების პროცესშია. რამდენიმე გადამამუშავებელი საწარმო გვაქვს…
მთლიანი ნარჩენიდან, რომელსაც ქვეყანა წარმოქმნის, 20%-ზე მეტი არის შესაფუთი ნარჩენები, ამიტომ გვესმის, რომ შესაფუთი ნარჩენების თემა ერთ-ერთი ყველაზე დიდია. ეს არის ძირითადად პლასტიკის ნარჩენები, რომელიც საინტერესოა გადამუშავების კუთხით, შეიძლება ამას საინტერესო ეკონომიკური ეფექტი ჰქონდეს, იგივე მუყაოს და ქაღალდის ნარჩენებს და სხვებს”,- აცხადებს ლევან დავითაშვილი.
შეგახსენებთ, რომ შესაფუთი მასალების რეგლამენტთან დაკავშირებით დიდი ხანია თბილისის მუნიციპალიტეტსა და ბიზნესს შორის შეუთანხმებლობაა. ბიზნესი აცხადებს, რომ მერია ითხოვს ისეთ პირობებს, რომელიც რეფორმის არსს სრულად ცვლის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას