მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველას პრეზიდენტი ვიქნები" - მაკრონი გამარჯვების შემდეგ

626660c50759b
მარიამ ვარადაშვილი
25.04.22 12:53
1131

ემანულ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტად კიდევ ხუთი წლის ვადით აირჩიეს. მაკრონმა ხმების 58.55% მიიღო, ხოლო მისმა მეტოქე მარინ ლე პენმა - 41.45%. 

გამარჯვების შემდეგ შეკრებილი მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას მაკრონმა თქვა, რომ ყველას პრეზიდენტი იქნება. 

როგორც BBC წერს, მარკრონი ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველი მოქმედი პრეზიდენტია, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეებმა მეორე ვადით აირჩიეს. 

გამარჯვების შემთხვევაში ლე პენი ამომრჩეველს ჰპირდებოდა გადასახადების შემცირებას, იმიგრაციაზე კონტროლის დაწესებას და სხვა.

მაკრონის არჩევას ევროპის ლიდერები მიესალმნენ, რომელთაც როგორც BBC წერს,  ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის მხრიდან ევროკავშირის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმის ეშინოდათ. არჩევნებში გამარჯვება მაკრონს პირველმა გერმანიის კანცლერმა მიულოცა. აშშ-ის პრეზიდენტმა ბო ბაიდენმა კი თქვა, რომ მოუთმენლად ელის მასთან თანამშრომლობას, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერის საკითხში.