მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველაზე დიდი საფრთხე დღეს ტიკარაძეა, ჩაკეტვა დასასრული იქნება" - ლევან ქოქიაშვილი

6076b036730c6
ინგა მურუსიძე
14.04.21 13:25
4148
საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ქოქიაშვილი აცხადებს, რომ ყველაზე დიდი საფრთხე ქვეყნისთვის არა სარესტორნო ბიზნესი, არამედ თავად ეკატერინე ტიკარაძეა.

საქმე ის არის, რომ გუშინ ერთ-ერთ მედიაში ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა განცხადება და კორონავირუსის გავრცელებისას ყველაზე დიდ საფრთხედ სწორედ ეს ბიზნესი დაასახელა. გარდა ამისა, ეკატერინე ტიკარაძემ რესტორატორები მათივე დათქმების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.

„ყველაზე დიდი სიფრთხე დღეს ტიკარაძეა! მსგავსი უნიათო ჯანდაცვის მინისტრი ქვეყანას არასდროს ჰყოლია და რესტორნებს გვაბრალებს ვირუსის გავრცელებას. ჩვეულებრივი თანამედროვეობის ჯაყო ჯივაშვილია, კოვიდ-პანდემიის მართვას მიხედე, გენაცვალე, და ვაქცინა როგორ შემოიტანო, მაგაზე იფიქრე! რესტორნები სულს ღაფავენ, სესხების გადახდა ჩაირთო და კომუნალური გადასახადები სისხლს გვწოვენ... შემოსავლების სამსახურმა გადაგვივადა გადასახადები და დიდი წვალებით ბიუჯეტში შეგვაქვს თანხები, რომ შენნაირ უნიათოს ხელფასი ვუხადო! რატომ? რა დავაშავეთ ეგეთი?!“ - მიმართავს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს.

გარდა ამისა, ქოქიაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ითხოვს, გამოქვეყნდეს სტატისტიკური მონაცემები კვების ობიექტებში ინიფიცირების გავრცელების შესახებ. 

რესტორატორის თქმით, კიდევე ერთი ჩაკეტვა ბევრი რესტორნისთვის დასასრული იქნება და ამით ხელისუფლება თავს ცუდ დღეში ჩაიგდებს. ქოქიაშვილის ინფორმაციით, ძალიან ბევრი რესტორანი აცხადებს, რომ დაკეტვას არ აპირებს.