30.მაისი .2020 00:10

"ყველაზე დიდი შეცდომაა გჯეროდეს დოგმების" – Microsoft-ის ხელმძღვანელი ტექნოლოგიებსა და ცვლილებებზე

views 810
უკან

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, რომელიც ასობით მილიონ მომხმარებელს და 150 000-ზე მეტ თანამშრომელს ემსახურება, COVID-19-თან ბრძოლაში ტექნოლოგიების როლის შესახებ საინტერესო მოსაზრება აქვს. საუბარია Microsoft-ის ხელმძღვანელ სატია ნადელაზე. ნადელამ ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე Forbes-თან ისაუბრა.
მისი თქმით, ის აკვირდება და ხედავს ახალი ე.წ ქლაუდ ტექნოლოგიების მიგრაციას ადგილობრივ მთავრობებში, სკოლებსა და საავადმყოფოებში, ეს კი ცალკეულ შემთხვევაში ტექნოლოგიების რამდენიმე თაობის უბრალოდ გამოტოვებას ნიშნავს.

"ეს არის ნახტომი. ჩვენ ამ ყველაფერზე ათწლეულების განმავლობაში ვსაუბრობდით, მაგრამ ახლა ეს ის დროა, როდესაც ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ. ისმის კითხვა. რას ვსწავლობთ? რას გვიჩვენებს ეს, რა არის მდგრადი? რა უნდა გადავახალისოთ როდესაც ნორმალურ ცხოვრების რიტმს დავუბრუნდებით?“, – სვამს კითხვებს ნადელა.

ის ასევე მიუთითებს ჯანდაცვის სექტორში ე.წ ბოტების განვითარებაზე, რომელსაც მისი თქმით, უკვე კორონავირუსის პირობებში ასობით კლინიკა იყენებს. ბოტი ეკითხება პოტენციურ პაციენტებს პირველად კითხვებს, შემდეგ ვირტუალური ექიმი ტელემედიცინის მეშვეობით ამოწმებს მას. "ახლა ეს უკვე შექმნილია. დარწმუნებული ვარ ეს ნორმალურ სიტუაციაშიც ფართოდ იქნება გამოყენებული. ვფიქრობ, ეს არის სამუშაო, რომელიც COVID-19-ის შემდეგაც რელევანტური იქნება”, – ამბობს Microsoft-ის ხელმძღვანელი.

$1.4 ტრილიონიანი გლობალური ტექნოლოგიური კომპანიის CEO ასევე საუბრობს Teams-ის მნიშვნელობაზე და მის კონკურენტ Zoom-ზეც. Microsoft Teams-ის ყოველდღიურ აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობამ აპრილის ბოლოსთვის 75 მილიონს გადააჭარბა.

პროგრამული უზრუნველყოფის კიდევ უფრო განვითარებისთვის Microsoft-მა ცალკეული ახალი პროდუქტების შესახებაც გააკეთა განცხადება. მათ შორის ჯანდაცვის სექტორისთვის Microsoft Cloud-ზე. ვაშინგტონში დაფუძნებულმა კომპანია Redmond-მა შექმნა ე.წ ქლაუდი, რომელიც სწორედ ამ ინდუსტრიის სპეციფიკისაა. ასევე შეიქმნა ანალიტიკური ხელსაწყო ქლაუდ Azure-სთვის, რომელსაც ჰქვია Azure Synapse Link. ამას გარდა, Microsoft-მა განაცხადა Windows 10-ის და ხელოვნური ინტელექტის სუპერკომპიუტერის განვითარების პროგრამის შესახებ.

Microsoft-ის ახალი შესაძლებლობები ტექნიკურად ძალიან მნიშვნელოვანია დეველოპერებისთვის, რომლებიც COVID-19-ის პირობებში სხვადასხვა ხელსაწყოს შექმნაზე მუშაობენ.

სატია ნადელა ასევე საუბრობს Dynamics 365-ზე, რომელიც ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას იპოვონ ახალი გამოსავლები, მაგალითად უკონტაქტო შოპინგი.

ნადელა ახალი კორონავირუსის რეალობის სამ ფაზას პროგნოზირებს: პასუხის, აღდგენის და გადახალისების. "არა მგონია ჩვენ იგივე ტიპის სამუშაო ძალით გავაგრძელოთ წინსვლა, ან რომ ბიზნეს პროცესები იგივე გზით წავა“, – აღნიშნავს სატია ნადელა. Microsoft-ში მას სურს, რომ შეაგროვონ ყველა საჭირო მონაცემები, თუ როგორ განვითარდა კომპანია და როგორ მუშაობს ახლა.

"ჩვენ ვმართავთ უამრავ შეხვედრას. ყველა მათგანი ვიდეო შეხვედრაა. ეს ფანტასტიკურია, ჩვენ ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ. ჩვენ ამ კრიზისი გამო კიდევ უფრო მეტი შეხვედრა გვაქვს“, – ამბობს სატია ნადელა და ხაზს უსვამს იმასაც, რომ საჭირო იქნება ახალი სამუშაო კულტურის შექმნა კრიზისის შემდეგ. ჯერჯერობით უცნობია Microsoft-ი მიჰყვება Twitter-ის და Square-ის ხელმძღვანელის ჯეკ დორსის მაგალითს და თანამშრომლებს კრიზისის შემდეგაც მისცემს დისტანციურად მუშაობის გაგრძელების საშუალებას თუ არა. ამ კითხვაზე ნადელა ამბობს, რომ პასუხი იქნება "ჰიბრიდული“. "არ არსებობს Microsoft-ის მუშაობის მონოლითური გზა. ვფიქრობ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ უფრო და უფრო მეტი მოქნილობა“, – დასძენს ის.

Microsoft-ის ხელმძღვანელი ასევე ამბობს, რომ მაშინ როდესაც მისი კომპანიის თანამშრომლები სახლიდანაც პროდუქტიულად მუშაობენ, მაგალითად Walmart-ის თანამშრომლებს მოუწიათ მაინც სამსახურებში წასვლა, რათა პროდუქტიულები ყოფილიყვნენ. "ვფიქრობ ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი ოდესმე ვინმემ შეიძლება დაუშვას არის დოგმების რწმენა და იმის თქმა რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს მხოლოდ კონკრეტული გზით“,– განაცხადა სატია ნადელამ.